ლეღვის ნახარშით სხეულის დამწვრობის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში 3 გოგონას მკურნალობენ. მათგან ერთი
თბილისელია, ორი კი - კლინიკაში დუშეთიდან გადაიყვანეს.
21 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას სხეულის 45% აქვს დამწვარი.
შედარებით მსუბუქია 14 და 17 წლის პაციენტების მდგომარეობა. მათ II-III ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ. ისინი სტაციონარულ განყოფილებაში არიან მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
როგორც პაციენტები ამბობენ, ლეღვის ნახარში მათ გარუჯვის მიზნით გამოიყენეს.
წელს ლეღვის ნახარშით სხეულის დამწვრობის უკვე 5 შემთხვევა გამოვლინდა.

















