logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ახალდაბაში შინმოუსვლელთა სკვერი განახლდა
ახალდაბაში შინმოუსვლელთა სკვერი განახლდა
09:09 10.05.2018
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა ბორჯომელ ვეტერანებს. იგი დაბა ახალდაბაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ახლად რეაბილიტირებული "შინმოუსვლელთა სკვერის" საზეიმო გახსნას დაესწრო და გვირგვინით შეამკო მეორე მსოფლიო ომის გმირის, ახალდაბელი მფრინავის ნიკოლოზ აბრამაშვილის მემორიალი. საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, კახა სამხარაძემ კაცობრიობის უახლეს ისტორიაში ვეტერანების ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. "დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, არა მარტო ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავს ვზეიმობთ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ამ ომში განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანა. ვფიქრობ თითოეული თქვენგანი, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირეთ ამ ომს შესაბამისად დაფასებულნი უნდა იყოთ. ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ თქვენს წინაშე" - აღნიშნა გუბერნატორმა ბორჯომელ ვეტერანებთან საუბრისას. ახალდაბის სკვერის გახსნამდე, კი ტრადიციულად ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალთან შეიკრიბნენ, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს იგი, მოეწყო ასევე, საზეიმო სვლა "ძმათა სასაფლაოზე". გარდა ამისა, 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბორჯომში მცხოვრებ 11 ვეტერანს საჩუქრად მუნიციპალიტეტისაგან 200, ხოლო საქართველოს მთავრობისგან 600 ლარი გადაეცა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა