logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტმა ნახატების გამოფენას: „ჩემი თვალით დანახული ევროპა“ უმასპინძლა
პარლამენტმა ნახატების გამოფენას: „ჩემი თვალით დანახული ევროპა“ უმასპინძლა
10:18 10.05.2018
საქართველოს პარლამენტში „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში, ნახატების გამოფენა, თემაზე: „ჩემი თვალით დანახული ევროპა“ მოეწყო.

ხატვის კონკური, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობდნენ თელავის, პანკისის, ონის, ამბროლაურის და ყაზბეგის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

გამოფენა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ მიმართა.

„დღეს აღვნიშნავთ ევროპის დღეს. 9 მაისი ევროპის დღეა. ეს დღე არის სიმბოლო მშვიდობის პროექტის დაბადების იმიტომ, რომ ევროკავშირის იდეას საფუძველი სწორედ 9 მაისს ჩაეყარა. მიხარია, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, უკვე ტრადიციად აქვს ამ დღის აღნიშვნა. ამ დღეს ჩვენ კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად აღვნიშნავთ და ესეც სიმბოლურია“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

თამარ ხულორდავას თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა, პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რაიონში საჯარო სკოლები მოინახულეს.

„წელს ჩვენ ვიყავით თელავი, პანკისში, ყაზბეგში და რაჭაში. ძალიან დიდ მადლობა ყველა მოსწავლეს იმისთვის, რომ დაინტერესდნენ კონკურსში მონაწილეობით და დახატეს მათი თვალით დანახული ევროპა“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მომავალ წელს კომიტეტი სხვა რაიონების სკოლებს ეწვევა და მსგავს ღონისძიებებს ჩაატარებს.

გამოფენის მონაწილეებს სიტყვით მიმართა კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა, ტომას შრაპელმა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ წელსაც ასეთი ხალხმრავალი ღონისძიება ჩატარდა. საქართველო ევროპის ნაწილია და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარე, როგორც ჩემთვის პირადად, ასევე კონრად ადენაუერის ფონდისთვისაც“, - განაცხადა ტომას შრაპელმა.

მისივე თქმით, შთამბეჭდავია არა მარტო ნახატების რაოდენობა, არამედ შესრულებული ნახატების ხარისხიც.

„შარშანდელმა და წლევანდელმა კონკურსმა ნათლად დაგვანახა, რომ განურჩევლად იმისა, თუ რომელ რეგიონს წარმოადგენს ესა თუ ის მოსწავლე, რომელ სკოლაში ან რომელ კლასში სწავლობს, ფაქტობრივად ყველას აქვს საფუძვლად აღებული ევროპა, ევროპული ხედვა და ევროპული ღირებულებები“, - განაცხადა კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა.

ტომას შრაპელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვისაც და ფონდისთვისაც დიდი პატივია აღნიშნული ღონისძიების საქართველოს პარლამენტში ჩატარება.

გამოფენის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა განათლების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა.

„მე მქონდა შესაძლებლობა დამეთვალიერებინა თითოეული ნამუშევარი და მენახა, თუ რამდენად სიღრმისეულად არის გააზრებული კონკურსის თემა, რამდენია ნაფიქრი თითოეულ ნამუშევარზე. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის მიღწევა, იმიტომ, რომ ამ კონკურსის შედეგი სწორედ ის არის, რომ ეხმარება მოსწავლეებს სიღრმისეულად გაიაზრონ ის ღირებულებები, რომელიც აქვს საქართველოს და რომელიც თავსებადია ევროპულ ღირებულებებთან და რაც ასე გვაახლოებს ჩვენ“, - განაცხადა ქეთევან ნატრიაშვილმა.

განათლების მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, კომიტეტის თავმჯდომარეს თამარ ხულორდავას და კონრად ადენაუერის ფონდს ინიციატივისთვის, რომელიც მისივე თქმით, ორიენტირებულია საქართველოს რეგიონებიდან მოსწავლეების ჩართულობის გაუმჯობესებაზე.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ კონკურსში გამარჯვებულები დაასახელა, რომლებიც კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა, ტომას შრაპელმა დააჯილდოვა.

კონკურსში პირველი ადგილზე გავიდა სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ჯანელიძე, მეორე ადგილზე გავიდა სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლე მაკა მარგოშვილი, ხოლო მესამე ადგილზე - ონის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გოგეშაშვილი.

„ძალიან სწორად ხედავენ ბავშვები იმას, რისთვისაც საქართველო ევროკავშირისკენ მიისწრაფვის“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ. მისივე თქმით, ისევე როგორც შარშან, წელსაც კონკურსის მონაწილეების ნამუშევრები ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ოთახებში განთავსდება.

„ეს მუდმივად გვახსენებს ჩვენ, რომ ევროპისკენ სწრაფვა არის ის, რაც თითოეულ ჩვენგანს გვინდა, რაც ჩვენ ბავშვებს და ახალგაზრდებს უნდათ და ამიტომ, ჩვენი მომავალი არის ევროპა“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საუკეთესო ნახატების ავტორები სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა შეარჩიეს.

პარლამენტში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს ოთხი რაიონიდან ჩამოსულმა 40-მა მოსწავლემ მიიღო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა