logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისისთვის 100 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
თბილისისთვის 100 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
14:39 08.05.2018
დედაქალაქის მერიამ და შპს "სატრანსპორტო კომპანიამ" 100 ავტობუსის შესყიდვაზე ერთობლივი ტენდერი გამოაცხადეს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2018 წლის 25 დეკემბრამდე თბილისი ეტაპობრივად ასი, ევრო 6-ის სტანდარტის, 10-მეტრიანი, 3-კარიანი, დიზელის საწვავზე მომუშავე და შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსით უნდა უზრუნველყოს.

ტექნიკური პირობების თანახმად, ავტობუსები უნდა იყოს 2018 წელს გამოშვებული, ერთი მარკისა და მოდელის და მათი გარბენი 1700 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ჯამში 69 მგზავრზე გათვლილ ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთათვის განკუთვნილი 23 დასაჯდომი ადგილი და მინიმუმ 1 შშმ პირზე გათვლილი სივრცე. ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს შშმ პირებისთვის განკუთვნილი მექანიკური პანდუსით, ეტლის დასამაგრებელი მოწყობილობით, სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით.

გარდა ამისა, სატენდერო პირობებით, ავტობუსის კომპლექტაციაში გათვალისწინებულია ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციისა და ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემების არსებობა.

მიმდინარე წლის ბოლომდე პრეტენდენტმა თბილისის მერიას პირველ ეტაპზე 69 ავტობუსი უნდა მიაწოდოს, ხოლო მეორე ეტაპზე 31. თბილისის მერიისა და შპს "სატრანსპორტო კომპანიის" მიერ 100 ავტობუსის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 45 მილიონ ლარს შეადგენს.

საშუალო ტევადობის ავტობუსების შესყიდვა თბილისის მერიამ რთული რელიეფის უბნების საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების გასაუმჯობესებლად გადაწყვიტა. მომავალი 3 წლის განმავლობაში თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობა სულ 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა