logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დედაქალაქის მერმა ლაშა ტალახაძეს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის წოდება მიულოცა
დედაქალაქის მერმა ლაშა ტალახაძეს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის წოდება მიულოცა
09:55 08.05.2018
დედაქალაქის მერი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელზეც ქართველი სპორტსმენი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დასახელდა.

კახა კალაძემ ძალოსანს ჯილდო პირადად მიულოცა, ხოლო ღონისძიების დამსწრე სპორტსმენებს თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა.

„მინდა მივულოცო ჩემს მეგობარ ლაშას ეს მნიშვნელოვანი ჯილდო და წარმატება ვუსურვო. მინდა რომ ყოველთვის აღვნიშნავდეთ მის წარმატებას და გამარჯვებას, რადგან ეს ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. ნამდვილად მეამაყება ლაშა, ის საამაყო ქართველია. აქ ბევრი ჩემი მეგობარი სპორტსმენი იმყოფება ახლა, ამიტომ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგახსენოთ, რომ ჩვენ ახლო მომავალში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიას, რათა ჩვენს ახალგაზრდებს ვუთხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი. მაქვს იმედი, რომ თქვენც ჩაერთვებით და გადავარჩენთ ჩვენს მომავალ თაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცერემონიაზე, ასევე, დაჯილდოვდა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი, რომელმაც წლის საუკეთესო ძალოსანი ქალის ტიტული უკვე მეორედ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ცერემონიის თბილისში გამართვის გადაწყვეტილება ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) მიიღო. მსგავსი ტიპის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა. ასევე, პირველი შემთხვევაა, როცა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, გამარჯვება ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა