logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: ჩვენი მიზანია, განათლების სისტემა უფრო მეტად ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული იყოს და ეკონომიკური წინსვლის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდეს
პრემიერი: ჩვენი მიზანია, განათლების სისტემა უფრო მეტად ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული იყოს და ეკონომიკური წინსვლის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდეს
13:12 07.05.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყველა გეგმა, რომელიც განათლებას უკავშირდება, პირველ რიგში, ახალგაზრდებთან უნდა იყოს განხილული.
მისივე თქმით, ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, დემოკრატიული განვითარება, ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს.

ამის შესახებ პრემიერმა განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.


„ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ მნიშვნელოვან შეხვედრას ახალგაზრდები ესწრებიან. ნებისმიერი გეგმა, რომელიც განათლებასა და განათლების სისტემის მომავალს უკავშირდება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სწორედ ახალგაზრდებთან უნდა იყოს განხილული და შეჯერებული.
ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახალგაზრდებს გააჩნიათ თამამი იდეები, მომავლის სხვანაირი ხედვა და ასევე, თამამი გადაწყვეტილებების მიღების სხვაგვარი უნარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის აღმშენებლობის პროცესისთვის. თქვენი ჩართულობა აბსოლუტურად საჭირო და გარდაუვალია. მინდა, მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს, განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, ძალიან საინტერესო გეგმის წარმოდგენისთვის. მათ ამ გეგმაზე ძალიან ბევრი იმუშავეს.
ჩვენ სიღრმისეულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, დემოკრატიული განვითარება, ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს.
სწორედ ამან განაპირობა, რომ მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში, რომელიც ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას ისახავს მიზნად, უმთავრესი, ნომერ პირველი პრიორიტეტული მიმართულება არის სწორედ განათლება.
ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ განათლების სისტემა იყოს უფრო მეტად ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და გახდეს ეკონომიკური წინსვლის მთავარი მამოძრავებელი ძალა. რაც მთავარია, ჩვენ გვჭირდება და ვქმნით განათლების სისტემას, რომელიც აუცილებლად იქნება გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით სამუშაო კიდევ არის, თუმცა დღეს უმთავრესი გამოწვევა განათლების ყველა დონეზე ხარისხის უზრუნველყოფაა.
„უპირველესი გამოწვევა, რის წინაშეც ჩვენ აღმოვჩნდით ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში, გახლდათ განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი რიგი ღონისძიებები გავატარეთ, განვახორციელეთ სპეციალური პროექტები, მივიღეთ შესაბამისი საკანონმდებლო აქტები. რა თქმა უნდა, განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით სამუშაო კიდევ არის, თუმცა დღეს უმთავრესი გამოწვევაა ხარისხი განათლების სისტემაში, ხარისხის უზრუნველყოფა განათლების ყველა დონეზე.
ამავე დროს ჩვენ ხელს ვუწყობთ მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის პრინციპის დამკვიდრებასაც.
უმაღლესი განათლების სფეროში ჩვენ ვახორციელებთ ძირეულ ცვლილებებს, ხელს ვუწყობთ მოთხოვნადი დარგების და პროფესიების განვითარებას, დავიწყეთ ავტორიზაციის და აკრედიტაციის ახალი, გაუმჯობესებული სტანდარტების დამკვიდრება, მსოფლიო ბანკთან ერთად დაწყებულია სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება.
საქართველოში თითოეული აბიტურიენტი, სტუდენტი, მშობელი, მთლიანად ჩვენი საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი მის სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტის, საერთაშორისო დონის განათლებას აძლევს.
რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, როგორც იცით, ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს განათლების რეფორმის ფარგლებში. კერძო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვნერგავთ პროფესიული განათლების ძალიან წარმატებულ მოდელს. პროფესიული სწავლება, ერთი მხრივ, შრომის ბაზრის საერთაშორისო სტანდარტებზე იქნება ორიენტირებული, მეორე მხრივ, მოერგება კონკრეტული რეგიონის საჭიროებებს. უკვე შემუშავებულია პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებასა და თავსებადობას უზრუნველყოფს. დაწყებულია პროფესიული კოლეჯების შექმნა როგორც უმაღლესი სასწავლებლების, ისე კერძო კომპანიების ბაზაზე. უკვე შემდეგი სასწავლო წლიდან იგეგმება ევროპულ პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გაცვლითი პროგრამების განვითარებისთვის.
სასკოლო განათლების განვითარების მიზნად ვისახავთ შემოქმედებითად მოაზროვნე, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების თაობების აღზრდას, მათ მომზადებას სწავლის შემდეგი საფეხურებისა და ზოგადად, ცხოვრებისათვის. სკოლა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ყალიბდება ადამიანი. ამდენად, ჩვენ სკოლაში ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს და აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ სწორად დაგეგმილი, თანმიმდევრული ნაბიჯებით.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სკოლასა და ზოგადად, განათლების სისტემაში ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა. ამ მიმართულებითაც დაწყებულია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა - სხვადასხვა უწყებების ერთობლივი მუშაობით შეიქმნა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, უფრო ინტენსიურად მოხდება სასკოლო პროცესში ფსიქოლოგების და მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფა, დაიწყო მოსწავლეებთან აქტიური კომუნიკაციის პროექტიც.
დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე ვდგავართ და ისინი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ძალიან დიდ ძალისხმევას საჭიროებს, ამავე დროს, ეს ყველაფერი მოითხოვს საზოგადოების მაქსიმალურ აქტიურობას. ჩვენი ვალია არა მხოლოდ მკაფიოდ ავუხსნათ საზოგადოებას განხორციელებული ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის არსი, არამედ უწყვეტი საჯარო დისკუსიის პირობებში ერთად შევქმნათ ისეთი განათლების სისტემა, რომელიც გახდება ძალიან ძლიერი დასაყრდენი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში ჩვენ ნამდვილად დიდ წარმატებას მივაღწევთ.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის! გისურვებთ წარმატებებს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს აქ იმყოფებიან!“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა