logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დღეს აკადემიკოს ელენე მეტრეველის მემორიალური დაფა გახსნება
დღეს აკადემიკოს ელენე მეტრეველის მემორიალური დაფა გახსნება
09:37 08.05.2018
თბილისში დღეს ქართველი მეცნიერ-ფილოლოგის, ძველი ქართული ლიტერატურისა და კულტურის მკვლევარის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ელენე მეტრეველის მემორიალური დაფა გაიხსნება.
აკად. ელენე მეტრეველი, ცნობილი ქართველი მეცნიერი, ძველი ქართული კულტურისა და მწერლობის ისტორიის მკვლევარი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის საპატიო დოქტორი, 1958-1968 წწ-ში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის (დღევანდელი კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) არქეოგრაფიის განყოფილებას; 1968-1988 წწ-ში იყო ამ ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 1988 წ-დან გარდაცვალებამდე ¬¬- ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი.
ელენე მეტრეველი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების, ლიტერატურათმცოდნეობის, არქეოგრაფიის, კოდიკოლოგიის, ლექსიკოლოგიის საკითხებს, ავტორია ასოცდაათი სამეცნიერო გამოკვლევისა, რომელთა შორის თხუთმეტი მონოგრაფიაა. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ადრებიზანტიური პერიოდის ქართული ჰიმნოგრაფიის კვლევის საქმეში. ელენე მეტრეველის მრავალწლიანი კვლევის შედეგები შეჯამებულია მის მონოგრაფიებში: ”უძველესი იადგარი”, „ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან“ და „ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი“. პარიზის ბიზანტიის ისტორიისა და ცივილიზაციის შემსწავლელ ცენტრთან მისი თანამშრომლობის შედეგად გამოიცა ივირონის ბერძნულენოვანი აქტების ოთხტომეული „Actes d'Iviron“. სირია-პალესტინურ ქართულ სამონასტრო კერათა კვლევისათვის საეტაპო მნიშვნელობა აქვს მის მონოგრაფიას „მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVIII სს.)“. მნიშვნელოვანია ელენე მეტრეველის როლი ქართული ხელნაწერების აღწერის საქმეში. იგი აქტიურად იყო ჩართული ხელნაწერთა აღწერის მეთოდოლოგიური პრინციპების შემუშავებაში, აქტიურად თანამშრომლობდა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან, ახლო სამეცნიერო კონტაქტები ჰქონდა ევროპელ ორიენტალისტებთან და ბიზანტინისტებთან, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა უცხოეთის აკადემიურ წრეებში.

მემორიალური დაფის გახსნა დღეს, 8 მაისს, 15:00 საათზე ტაშკენტის №16 ნომერში გაიმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა