logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაშმა კონფერენციის-„სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“, გახსნაში მიიღო მონაწილეობა
მარიამ ჯაშმა კონფერენციის-„სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“, გახსნაში მიიღო მონაწილეობა
15:05 06.05.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, გუგული მაღრაძესთან ერთად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“, გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებისა და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთა ინფორმირება წიგნიერების, ქართულის, როგორც მეორე ენის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლებაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები, რომელიც აჩვენებდა ქართველი მოსწავლეების წიგნიერების დონეს, იმ ცოდნასა და უნარებს, რომელსაც ფლობენ მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, ამ მაჩვენებლების დინამიკას 2006-2016 წლებში, ასევე ქართველი მოსწავლეების მიღწევები გლობალურ კონტექსტში.

კონფერენციაზე იმსჯელეს ეროვნული უმცირესობების მიერ ქართული ენის ათვისების საკითხებზე და იმ გარემოებებზე, რომელიც მასზე გავლენას ახდენს, ასევე ეროვნული უმცირესობების მიერ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ათვისების მაჩვენებლებზე.

„ძალიან მიხარია რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სისტემატურად მართავს მონიტორინგისა და შეფასების კუთხით მნიშვნელოვან ფორუმებს, განხილვებს. როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ გავატაროთ მტკიცებულებაზე დაფუძნებული, არგუმენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა, პირველ რიგში, ვგულისხმობთ მუდმივი შეფასებისა და მონიტორინგის შესაძლებლობებს, მათ შორის, კვლევებს, რომლის კონკრეტული შედეგები და რეკომენდაციები უნდა იყოს მსჯელობის საგანი, როგორ შეიძლება დაიხვეწოს, როგორც პოლიტიკა, ასევე კონკრეტული პროგრამები, სახელმძღვანელო მიდგომები, როგორც სკოლაში, ასევე განათლების სხვადასხვა ეტაპზე. ამგვარად, თითოეული კვლევა, რომელიც ჩატარებულა განათლების სისტემაში ჩვენთვის არის უაღრესად საყურადღებო“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, ის მზად არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დაიწყოს მუშაობა კლვევის შედეგად წარმოჩენილი პრობლემების მოგვარების საკითხებზე „მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნება ასახული შესაბამის კვლევებში, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული იმ სახელმწიფო პოლიტიკასა თუ საკანონმდებლო ინიციატივებში, რომელიც უკვე პარლამენტის დონეზე იქნება განხილული. დღევანდელი განხილვის შემდგომ, ჩემს კოლეგებთან ერთად უზრუნველვყოფ, რომ მსგავსი შემაჯამებელი პრეზენტაცია გაკეთდეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტშიც და ჩვენს კოლეგებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, სამუშაო რეჟიმში გადავიტანოთ შემდგომი გაუმჯობესების საკითხები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა