logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურმა 5 წლის იუბილე აღნიშნა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურმა 5 წლის იუბილე აღნიშნა
12:25 06.05.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაციას მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობას ახდენს და სახელმწიფოსა და ფერმერს შორის არსებული შუა რგოლია.
ღონისძიებაზე მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა რეგიონებში, აგრარული სექტორის განვითარების ხელშემწყობია.

„სწორედ თქვენი მუშაობით სამინისტრომ ბოლო წლებში შეძლო რთულ ამოცანებთან და გამოწვევებთან გამკალვება, რისთვისაც მადლობას გიხდით, თუმცა, წინ ახალი გამოწვევები გვაქვს. ჩვენ, ევროკავშირის მხარდაჭერით ექსტენციის ახალი სტრატეგია მივიღეთ. მისი დიდი ნაწილი სწორედ საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის გაძლიერებასა და ახალ ეტაპზე გადასვლას ისახავს მიზნად. თქვენ, რეგიონებში ფერმერებს უწევთ დახმარებას და კონსულტაციას, რათა მათი საქმიანობა იყოს მეტად ეფექტიანი. ასევე, ეხმარებით სამინისტროს დაგეგმილი პროექტების შესახებ ფერმერი დროულად იყოს ინფორმირებული, რაც აგრარული სექტორის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის ქსელი 2013 წელს ჩამოყალიბდა. მასში 9 რეგიონალური სამმართველო და 45 საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახური შედის, რომლის თანმშრომლები ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათასობით ფერმერს კონსულტაციას უწევენ და მათ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტების შესახებ აწვდიან ინფორმაციას.

ღონისძიებას ყველა რეგიონის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურისა და რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომელთაც წარმატებული საქმიანობისათვის სიგელებიც გადაეცათ.

5 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა