logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს “ტრენერთა ტრენინგი“ ჩაუტარდათ
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს “ტრენერთა ტრენინგი“ ჩაუტარდათ
14:21 04.05.2018
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებს, თბილისსა და წილკანის ბაზაზე ორდღიანი „ტრენერთა ტრენინგი“ ჩაუტარდათ. სასწავლო კურსი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი პროექტის „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ ფარგლებში განხორციელდა და მას საქართველოში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობამ (CIP) გაუწია ორგანიზება. პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მსმენელთათვის მეკარტოფილეობის დარგში ჯანსაღი სათესლე მასალის მიღების, ეპიდემიათა წარმოშობის, განვითარებისა და მასთან ბრძოლის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ კომპიუტერულ პროგრამას „სასოფლო-სამეურნეო წარმოების სისტემების იმიტატორი (APSIM)”, როგორც ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და სრულყოფილი მოსავლიანობის სისტემის მოდელს, პრაქტიკაში მისი გამოყენების წესებსა და მუშაობის პრინციპებს. APSIM პროგრამას გააჩნია სხვადასხვა მოდულები, რომელიც სისტემათა სიმულაციის საშუალებას იძლევა ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: მემცენარეობა, მეცხოველეობა, ნიადაგმცოდნეობა და სხვა. პროგრამის გარემოსდაცვით მოდულს გააჩნია ისეთი ცვლილებების დაფიქსირების შესაძლებლობა, როგორებიცაა: კლიმატისა და ამინდის, ნიადაგის მახასიათებლების (წყლის ბალანსი, საკვები ელემენტები, ტემპერატურა), წარმოების ნარჩენებისა და ეროზიის ცვლილება. მენეჯმენტის მოდულის გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა კულტურების დათესვასთან, თესვის ინტენსივობასთან, მოსავლის აღებასთან, ხვნასთან, ნიადაგის დამუშავებასთან, სასუქების გამოყენებასთან და საძოვრების მენეჯმენტთან დაკავშირებული ცვლილებების განსაზღვრა.

კვლევითი ცენტრისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კვალიფიციური ექსპერტების მიერ ცენტრის 20 მეცნიერ-თანამშრომელი გადამზადდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა