logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები განხორციელდება
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები განხორციელდება
16:25 03.05.2018
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელების თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პირობებში აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლას, მისი ბიოლოგიური მტრების გამოვლენას, მათი გამოყენების შესაძლებლობას და მიზანშეწონილობას, მონიტორინგს და მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის შესწავლას.
განკარგულების პროექტის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით, 500 000 ლარს გადასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სახელმწიფო საგრანტო კონკურსების ადმინისტრირებაში. სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართული მეცნიერები შეისწავლიან საქართველოში ფაროსანას ბიოლოგიისა და რიცხოვნობის დინამიკას. შემუშავდება მავნებელთან დაკავშირებული სხვა კვლევითი აქტივობები, მათ შორის: აზიური ფაროსანას ბიოანტაგონისტებისა და ბიოლოგიური მტრების გამოვლენა, მცენარეთა დაცვის, მათ შორის ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის შესწავლა და სხვა.
სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხა გაიცემა გრანტის სახით ღია კონკურსის საფუძველზე და დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების შედეგად შეირჩევა საუკეთესო ხარისხის კვლევითი პროექტები.
შედეგად, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესცენტრის განმარტებით, ქვეყანა მიიღებს მეტ გამოცდილებას და ფაქტობრივ მონაცემებს მავნებლის ბიოლოგიის, გადაადგილების მარშრუტების, რიცხოვნობის შესახებ, რაც აისახება სათანადო მონაცემთა ბაზებში და გამოყენებული იქნება მავნებელთან შემდგომი ბრძოლის ოპტიმიზაციისათვის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა