logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ალიანსი „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის” ხვალ დეკლარაციას გაავრცელებს
ალიანსი „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის” ხვალ დეკლარაციას გაავრცელებს
19:13 15.07.2012
ახლადდაფუძნებული ახალგაზრდული ალიანსი - „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის” ხვალ პირველ ბრიფინგს გამართავს და დეკლარაციას გაავრცელებს.  ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ალიანსიდან აცნობეს.

დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოში კონკურენციის არარსებობაზე საუბრობენ.

„ჩვენ, ახალგაზრდები, რომლებმაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში მივიღეთ უმაღლესი განათლება, აღმოვჩნდით უკონკურენტო, უსამართლო და უპერსპექტივო გარემოში. ოლიგოპოლურ ეკონომიკაში არავის სჭირდება კვალიფიციური აუდიტორის, მარკეტოლოგის და ფინანსისტის ანალიზი, იურისტისა და ადვოკატის მომსახურება, რადგან სასამართლო შეჯიბრებითობა ზარმა ჩაანაცვლა, თავისუფალი მეწარმეობა კი– მონოპოლიებმა“ - ნათქვამია დოკუმენტში.

იქვე აღნიშნულია, რომ ხელისუფლებათა ცვლა და წინასაარჩევნო დაპირებები უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდას, რომლითაც მოცულია საქართველოს ახალგაზრდობის უმრავლესობა, ვერ შველის. დეკლარაციაში ალიანსის მიზნებზეცაა საუბარი.

„ჩვენი მხრიდან პასუხი დღევანდელობის აღნიშნულ გამოწვევებზე არის ახალგაზრდული ალიანსის დაფუძნება, რომელიც იმუშავებს საქართველოში ახალგაზრდების ღირსეული ადგილის მოსაპოვებლად, ეკონომიკური სამართლიანობის დამამკვიდრებელი ეკონომიკური მოდელის შესამუშავებლად, ბიზნესის გასათავისუფლებლად და დასაქმებისათვის აუცილებელი კონკურენტული გარემოს შესაქმნელად, პარტიათა დაპირებებისა და ეკონომიკური დოქტრინების შესაფასებლად, ქართული ბიზნესის დასაცავად და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად“ –აღნიშნულია დეკლარაციაში.

პირველ ბრიფინგზე ალიანსი ტელეკომპანია „მაესტროს” ანტენების დაყადაღების საკითხზეც იმსჯელებს და ხელისუფლების მხრიდან სამართლებრივი პროცედურების დარღვევებისა და თავისუფალი ბიზნესის ხელყოფის ფაქტებს სამართლებრივ შეფასებას მისცემს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა