logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ვისოლ ჯგუფმა“ ქუთაისში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები გახსნა
„ვისოლ ჯგუფმა“ ქუთაისში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები გახსნა
14:30 03.05.2018
„ვისოლი ჯგუფის” შვილობილი კომპანია „MP დეველოპმენტი“ რეგიონებში კომერციული უძრავი ქონების განვითარებას განაგრძობს და ქუთაისის ცენტრში, რუსთაველის გამზირის #5-ში, მორიგ კომერციული უძრავი ქონების ობიექტს ხსნის, სადაც „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები განთავსდა. ახალგახსნილი რესტორნები „ვენდისთვის“ მე-10, ხოლო „დანკინ დონატსისთვის“ მე-19 ობიექტია. „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების გარდა ამავე შენობაში „საქართველოს ბანკის“ საბანკო მომსახურების „მეტი ურთიერთობის“ მოდელის ახალი ფილიალიც გაიხსნება. „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნების ოფიციალურ გახსნას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და „ვენდის“ ამერიკული დელეგაცია დაესწრნენ.

„კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ უკვე რამოდენიმე სავაჭრო ცენტრს ვფლობთ ქვეყანაში, სადაც ძირითადი არენდატორები „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნების გარდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - „კარფური“, ქვეყნის წამყვანი ბანკები და სხვადასხვა პროფილის მაღაზიებია. „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ახალ ობიექტებზე „ვისოლ ჯგუფმა“ 50-მდე ადგილობრივი დაასაქმა და ჩვენ ერთად კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ, რითაც მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

„ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები „დრამ შოუს“ ენერგიული წარმოდგენით გაიხსნა და მომხმარებლებს საინტერესო აქციებიც შესთავაზა. „ვენდიმ“ ახალი რესტორნის გახსნა ახალი მექსიკური ბურგერის - “არრრიბას“ და ახალი განსაკუთრებული გემოს მქონე, ჰალაპენიოს სოუსით შეზავებული ქათმის ბურგერის და კარტოფილი ფრის ტრიოს შეთავაზებით აღნიშნა. „დანკინ დონატს“ კი სპეციალურად მხოლოდ ქუთაისის მომხმარებლებისთვის ყავასა და დონატი მენიუზე სპეციალური ფასი ქონდა.

"ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო, ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” კი „ვისოლ ჯგუფმა“ ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე საქართველოში დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა