logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კომისიამ მედია წიგნიერების პროექტი ჟურნალისტებისთვის ცნობილი მედია მენეჯერის მასტერ კლასით დაიწყო
კომისიამ მედია წიგნიერების პროექტი ჟურნალისტებისთვის ცნობილი მედია მენეჯერის მასტერ კლასით დაიწყო
12:27 03.05.2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედია წიგნიერების პროექტის განხორციელება დაიწყო. კომისიამ მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ამერიკელი მედია ექსპერტი, Long Island University-ის პროფესორი მიჩ სემელი მოიწვია, რომელმაც დღეს ქართველი ჟურნალისტებისთვის მასტერ კლასი ჩაატარა. მიჩ სემელი წლების მანძილზე ისეთ გავლენიან მედია საშუალებებს ხელმძღვანელობდა, როგორიც არის CNN-ი, CBS და Public Broadcasting Service.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედია წიგნიერების განვითარებისთვის უახლოეს მომავალში მედია აკადემიას დააფუძნებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განუცხადა. მისი თქმით, მედია აკადემიის დაფუძნების მიზანი და ამოცანა ქვეყანაში მედია წიგნიერებისა და ცნობიერების დონის ამაღლებაა.
კომისია მედია წიგნიერების განვითარებას 4 ძირითადი მიმართულებით გეგმავს.
პირველი კომპონენტი, რომელიც მედია წიგნიერების პროექტის ფარგლებში ამუშავდება, იქნება 3-6 თვიანი კურსი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის. კურსის მიზანია მედიის წარმომადგენლებს მულტიმედიური კონტენტის წარმოების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმაროს.
მეორე კომპონენტი არის მედია კრიტიკის განვითარება, რომელიც ერთის მხრივ თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი მომხმარებლებისთვის იქნება გარკვეული გზამკვლევი იმის გასარჩევად, თუ როგორ მედია პროდუქტს მოიხმარენ.
მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თავად მომხმარებლების ცოდნის ამაღლება. მაშინ, როცა ცვალებად და მრავალფეროვან გარემოში თავად ჟურნალისტებსაც კი უჭირთ გაარჩიონ, რომელია ფეიკ-ნიუსი, რომელია სიმართლე - არა თუ მომხმარებელს, არამედ, კომისიას მიაჩნია, რომ აუცილებელია მომხმარებელს დაეხმარონ ნამდვილი და ცრუ ამბების, ხარისხიანი და უხარისხო პროდუქტის გარჩევაში.
მეოთხე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის მედია ლაბის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას. სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული მედიის მიმართულებით შეიმუშავებენ საინტერესო პროექტებს, მიეცემათ შესაძლებლობა მედია ლაბში მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საინტერესო პროექტები.
კომისიის თავმჯდომარემ, დღეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თანამედროვე ეპოქაში, ხარისხიანი და კარგი მედია პროდუქტის შესაქმნელად ერთადერთი ინსტრუმენტი მედია წიგნიერების განვითარებაა.
მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის დეკემბერში, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა და კომისიას ახალი ფუნქცია დაეკისრა, რომლიც - ქვეყანაში მედია წიგნიერების ხელშეწყობა და განვითარებას მოიცავს.
ამერიკელი მედია ექსპერტი მიჩ სემელი საქართველოში კომისიის მოწვევით ორი კვირით ჩამოვიდა და მედიის წარმომადგენლების გარდა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომლებისთვის 2 კვირიანი ტრეინინგი ჩაატარა.
მედიის წარმომადგენლებისთვის მასტერ კლასი 4 მაისს გაგრძელდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა