თბილისიდან კიევის მიმართულებით ავიაკომპანია „აეროსვიტის“ გადადებული ავირეისი რამდენიმე წუთში შესრულდება.
როგორც „ნიუსპრესს“ ავიაკომპანიაში განუცხადეს, რეისზე რეგისტრაცია უკვე დასრულდა.
თბილისი-კიევის მიმართულებით ფრენა ავიაკომპანია „აეროსვიტს“ დღეს, 07.00 საათისთვის უნდა შეესრულებინა, თუმცა, თვითმფრინავის გაუმართაობის გამო იგი გადაიდო.
როგორც ავიაკომპანიაში განაცხადეს „აეროსვიტს“ აღნიშნული რეისით კიევში 130 მგზავრი უნდა გადაეყვანა. აქედან, 80-ზე მეტი მგზავრი უკვე სხვა კომპანიის უახლოეს რეისებზე გადანაწილდა, ხოლო ნაწილი სასტუმროში განთავსდა.

















