საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თბილისის ღია უნივერსიტეტის
რექტორთან, ნოდარ პაპუკაშვილთან და თსუ-ს რექტორთან გიორგი შარვაშიძესთან ერთად, სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი გაიხსნა.
ცენტრი თბილისის ღია უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე დაარსდა და მიზნად ისახავს, სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული პროცესების შესწავლას, პრობლემებსა და გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებას, საზოგადოების ინფორმირებასა და კვლევის შედეგების ადრესატებისათვის გაცნობას.
სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის მისიაა, შექმნას სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიისა და იდეების გენერირების გარემო, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტები და სტუდენტები.

















