logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობა გაიზრდება
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობა გაიზრდება
15:50 01.05.2018
განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტზე იმსჯელა. კომიტეტის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ კომიტეტის წევრებს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებები სამშვიდობო ინსტრუმენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც გამყოფი ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს სახელმწიფო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის და განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მინისტრის მოადგილემ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ძირითადი მიმართულებები განმარტა და იმ კომპონენტებზე ისაუბრა, რასაც წარმოდგენილი ცვლილებები მოიცავს. ცვლილებების არსი კი შემდგომში მდგომარეობს: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, იქ მცხოვრებ პირებს მიენიჭებათ პირადი ნომრები, რაც მათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სერვისებზე და პროგრამებზე წვდომის საშუალებას მისცემს. ცვლილებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების გაზრდის შესაძლებლობასაც იძლევა. საუბარია ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე, აფხაზური და ოსური ენების დაცვასა და განვითარებაზე. ლაშა დარსალიამ კომიტეტს გამომდინარე კანონპროექტებიც გააცნო და იმ ძირითად ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც სამშვიდობო ინიციატივის პროცესის მექანიზმებს შეეხებოდა.



კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც სამშვიდობო პროცესის და ჩვენი თანამოქალაქეების ინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს. „განათლების კომპონენტი სახალხო დიპლომატიის უმნიშვნელოვანეს მიმართულებაა და ის სამი ძირითადი ცვლილება - ზოგადი განათლების ვაუჩერული დაფინანსების გავრცელება, უმაღლესის დონეზე საგრანტო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გაზრდა და აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაფართოება, ნამდვილად იქნება ის ნაბიჯები, რომელიც დაგვაახლოვებს ჩვენ საბოლოო მიზანთან - შერიგების პროცესთან“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.



საკითხის მომხსენებელმა კომიტეტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა და რიგ საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია წარმოადგინა. კანონპროექტთა პაკეტის განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს აღნიშნულ საკითხს და ერთხმად მხარი დაუჭირეს მის პლენარულ სხდომაზე გატანას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა