ბორჯობის რაიონის სოფელ საკირეს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ცეცხლი ტყეში გუშინ საღამოს გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, უკვე დამწვარია დაახლოებით ნახევარ ჰექტარამდე ტყის ფართობი.
ამ დრომდე ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებულები.
„გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. მობილიზებულია მაქსიმალურად სახანძრო ტექნიკა. რაც შეეხება ქვის ცვენას, დიდი საშიშროება არ არსებობს. კონტროლირებადია სიტუაცია,“-განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტში სამაშველო სამსახურის უფროსმა ილია თავთეთრიშვილმა „კურიერთან“ საუბრისას.

















