თბილისი-კიევის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადადებული ავიარეისი, სავარაუდოდ, დღეს 18:00 საათზე შესრულდება.
თბილისი-კიევის მიმართულებით ფრენა ავიაკომპანია „აეროსვიტს“ დღეს, 07.00 საათისათვის უნდა შეესრულებინა, თუმცა, თვითმფრინავის გაუმართაობის იგი გადაიდო.
როგორც „ნიუსპრესს“ ავიაკომპანიაში განუცხადეს, ფრენის განხორციელების დრო ამ წუთებში ზუსტდება.
„აეროსვიტს“ აღნიშნული რეისით კიევში 130 მგზავრი უნდა გადაეყვანა. აქედან, 80-ზე მეტი მგზავრი უკვე სხვა კომპანიის უახლოეს რეისებზე გადანაწილდა, ხოლო ნაწილი სასტუმროში განთავსდა.

















