logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პატრიარქი - ერთმანეთის ცემა, მით უფრო ქვების სროლა და იარაღით დამუქრება ყოვლად დაუშვებელია
პატრიარქი - ერთმანეთის ცემა, მით უფრო ქვების სროლა და იარაღით დამუქრება ყოვლად დაუშვებელია
13:10 15.07.2012
გორის რაონის სოფელ კარალეთში მომხდარი ინციდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  დღეს საკვირაო ქადაგებისას დაგმო და ხელისუფლებასა და ოპოზიციას პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, გასულ კვირაში მან იქადაგა, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ტალახი არ უნდა ესროლონ, თუმცა, ამ კვირაში უარესი ამბავი შეიტყო - ქართველები ერთმანეთს ქვებს ესვრიან.

„მივმართავ ყველას, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ყველა პარტიის წევრებს და რიგით ადამიანებს, მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ეს არის სირცხვილი თქვენი და ქართველი ერისა. როგორ ბედავს ადამიანი, რომ იღებს ქვას და მეორეს ესვრის, სად არის თქვენი სარწმუნოება და სიკეთე“ - განაცხადა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ამ ქვეყნის შვილებს ასეთი საქციელი არ შეეფერება.

ილია მეორეს თქმით, ყოველი ქართველის უკან სამშობლო დგას და ადამიანებმა ერთმანეთს ისეთი რამ არ უნდა გაუკეთონ, რითაც ქვეყანა დაზარალდება.

„თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ ერთმანეთს, ისუბროთ, იკამათოთ, მაგრამ ერთმანეთის ცემა, მით უფრო ქვების სროლა და იარაღით დამუქრება ყოვლად დაუშვებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ქართველებს შორის ურთიერთობა დაიძაბება, მტერს სწორედ ეს უნდა“ - აღნიშნა პატრიარქმა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება.

ილია მეორემ მრევლს ქვეყანაში სიმშვიდისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა