პირველი კლასელების რეგისტრაციის წესი იცვლება. მოსწავლეთა დარეგისტრირება ამიერიდან ონლაინ რეჟიმში განხორციელდება.
1 აპრილიდან იმ ბავშვების რეგისტრაცია დაიწყება, რომელთა დედმამიშვილები სხვადასხვა სკოლებში უკვე სწავლობენ. სხვა პირველკლასელების რეგისტრაცია 15 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.
"მშობლებს შესაძლებლობა აქვთ სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრირონ ბავშვი. ამისათვის, საჭიროა ბავშვის პირადი ნომერი. სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მივიდეს სკოლაში და იქაც მოხდეს რეგისტრაცია. აღნიშნული ახალი წესის საშუალებით პროცესი გაჭვირვალე იქნება და ზუსტი სურათი შეიქმნება, თუ რომელ სკოლაში რამდენი ადგილია"- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

















