logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა აჭარის რეგიონის პედაგოგებს, დირექტორებს და რესურსცენტრის წარმომადგენლებს საგანმანათლებლო პროექტები გააცნო
მიხეილ ჩხენკელმა აჭარის რეგიონის პედაგოგებს, დირექტორებს და რესურსცენტრის წარმომადგენლებს საგანმანათლებლო პროექტები გააცნო
13:57 29.04.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აჭარის მუნიციპალიტეტების პედაგოგებს, დირექტორებს და რესურსცენტრის ხელმძღვანელებს ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ის სიახლეები გააცნო, რომლის განხორიცელება უკვე დაწყებულია და უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.



გაწეული მუშაობისთვის მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი პრესტიჟის ასამაღლებლად ,მხარდასაჭერად, მუშაობის დასაფასებლად და სისტემაში პროფესიონალი კადრების მოსაზიდად, სამინისტრო არაერთ პროექტს განახორციელებს, მათ შორის ხელფასების ზრდის მიმართულებით.



მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მასწავლებელთა მიზნობრივ ტრენინგებზე, რომ მასზე დასწრების საშუალება, ყველა მოტივირებულ პედაგოგს უნდა მიეცეს. სიახლე კი იქნება ის, რომ ტრენინგების დიდი ნაწილი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას, მინისტრმა პედაგოგებს პირობა მისაცა, რომ სქემაში ბიუროკრატიული ელემენტები მინიმუმამდე დავა და ის რეალურ პროფესიულ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. შესაბამისად, ახლო მომავალში სქემა განახლდება და გაუმჯობესდება.



სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ ორი წლის თავზე, სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა კლასის სახელმძღვანელოს, რომელიც ყველა თვალსაზრისით, განახლებული და გაუმჯობესებული იქნება.


მინისტრმა პედაგოგებს აზროვნებაზე ორიენტირებული პროექტი „ევრიკა“ გააცნო, რომელიც გაზრდის სწავლის ხარისხს და საუნივერსიტეტო სივრცეს სკოლებთან დაახლოებს. მინისტრის ინიციატივით, უნივერსიტეტების ცნობილი, დამსახურებული პროფესორ-მასწავლებლები სკოლებში, სხვადასხვა საგნებში სახალისო გაკვეთილებს ჩაატარებენ, რაც მოზარდებს მეცნიერებისადმი ინტერესს გაუღვივებს და მათი შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.


შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე და ამ კუთხით მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელი მიმართულებითაც სამინისტრო თავის მხრივ, არაერთ ღონისძიებას ახორცილებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა განათლებისა და შსს-ს სამინისტროების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს და ასევე ვრცლად ისაუბრა სკოლასა და მშობლებს შორის მომავალში გასაფორმებელ კონტრაქტებზე და ბულინგთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა გზებზე. უსაფრთხოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად, მინისტრის აზრით, აუცილებელია სკოლებს და რეგიონებს შორის სპორტული შეჯიბრებების ორგანიზება, რადგან მოზარდმა ენერგია და დრო სპორტში დახარჯონ. თუმცა, მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ ბავშვების ფსიქო-ემოციურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, სკოლასთან ერთად, ოჯახი და საზოგადოებაა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა