დასაქმების სახელმწიფო მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ სამუშაოს მაძიებელ პირებთან დღეს პირველი შეხვედრა გამართა.
კერძოდ, მინისტრი ელიავას ბაზრობის
მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და იქ მყოფ ხელოსნებს გაესაუბრა, რომლებიც გამოძახების მოლოდინში მთელი დღის განმავლობაში ბაზრობის მიმდებარედ იმყოფებიან.
ტრაპაიძემ მათ სამუშაოს მაძიებელთა საერთო ბაზის შექმნის შესახებ სახელმწიფოს გეგმა გააცნო.
მიმდინარე წლის 25 ივლისიდან, საქართველოს 25 ქალაქში, დასაქმების აგენტები უმუშევართა აღრიცხვას დაიწყებენ.
სახელმწიფოს გეგმის მიხედვით, დასაქმების მსურველები აპლიკაციებს შეავსებენ, რომელიც დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატს გადაეცემა, რის შემდეგაც უწყება აღრიცხულთა პირველ ტესტირებას ჩაატარებს.

















