27 წლის მსახიობისა და მომღერლის გიორგი ფოჩხუას ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა.
ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილს სახისა და ყელის
არეში სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.
ოჯახის წევრების ვარაუდით, ფოჩხუა ჯერ გაძარცვეს და შემდეგ მოკლეს.
ამასთან, ახლობლები აცხადებენ, რომ 27 წლის ახალგაზრდის მკვლელის ვინაობა უკვე ცნობილია და მას პოლიცია ეძებს.
გარდაცვლილის ცხედარი ანაკლიაში ზღვამ გუშინ გამორიყა. ანაკლიაში იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
გიორგი ფოჩხუა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის მთავრი რეჟისორი იყო, ასევე, იგი მონაწილებდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ რეალით შოუში „ჯეობარი“.
გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

















