ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას ხვალ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს წარუდგენს.
როგორც „ნიუსპრესს“ NDI-ს საქართველოს წარმომადგენლობიდან აცნობეს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში, პოლიტიკური პარტიების რეიტინგების პრეზენტაციას სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, 10:30 საათზე გამართავს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 4 ივნისიდან - 22 ივნისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 6 299 მოქალაქეა გამოკითხული.
გასულ კვირაში, ინსტიტუტმა სხვადასხვა საკითხებზე „საზოგადოებრივი განწყობის“ კვლევის შედეგები წარადგინა.

















