თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დღეს, 12:00, 14:00 და 16:00 საათებზე ერთდრულად გაიმართება პირველი
რესპუბლიკის თემაზე იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებული „რა? სად? როდის?“, ნახევარფინალური თამაში.
ნახევარფინალში საქართველოს მასშტაბით 370-მდე სკოლა მონაწილეობს, სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათარადიგო მონაწილეა.
ღონისძიება საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს წარუძღვება საქართველოს კლუბი “რა? სად? როდის?”.
სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. პროექტში მონაწილე სკოლის გუნდებს გადაეცათ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები.
ნახევარფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 60 სკოლის გუნდი ფინალში გადავა. ფინალური თამაში კი 21 მაისს თბილისში გაიმართება. პროექტის გამარჯვებულები პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

















