2 წლის ნენე მოდებაძის მშობლები იაშვილის კლინიკას ოპერაციის დროს ბავშვის სხეულში დოლბანდის
ჩარჩენაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ბავშვი 2 თვის იყო, როდესაც ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია დასჭირდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ეს ოპერაცია არ ტარდებოდა, იაშვილის კლინიკაში მას ე.წ. მოსამზადებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
გოგონას მდგომარეობა 8 თვის შემდეგ გართულდა - ჩვილს მუცელში დიდი რაოდენობით წყალი უგროვდებოდა, რის გამოც იგი საფრანგეთში წაიყვანეს.
ბავშვის დედის, ლია ალიბეგაშვილის განცხადებით, საფრანგეთში, მას შემდეგ რაც გოგონას ორგანოები დაუთვალიერეს მის სხეულში დოლბანდი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, იაშვილის კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის დროს ჩარჩათ.
„ფრანგი პროფესორი გაესაუბრა იაშვილის ქირურგს, რომელსაც ჰკითხა, თუ რა დახვდა ოპერაციამდე ბავშვის სხეულში, რაზეც პასუხი ფაქტიურად ვერ მიიღო. ამის შემდეგ პროფესორმა გადაწყვიტა ჩაეყვანა ბავშვი საოპერაციოში და მისი ორგანოები დაეთვალიერებინა. 5 საათის შემდეგ ექიმი გამოვიდა, ტამპონი გამომიტანა და მითხრა - ნახე, რა ვნახეთ მის სხეულში და რა სტანჯავდა. ეს ოპერაცია ბავშვს ჩაუტარდა 2 თვის ასაკში. წლის და 2 თვის იყო, საფრანგეთში რომ აღმოუჩიენს დოლბანდი, ანუ 1 წლის შემდეგ“ - განაცხადა ლია ალიბეგაშვილმა.

















