logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ახალციხის ციხის კომპლექსი ვიზიტორების მისაღებად მზადაა
ახალციხის ციხის კომპლექსი ვიზიტორების მისაღებად მზადაა
19:25 23.04.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, გადაცემა „მოამბეში“ გასულ სიუჟეტს ახალციხის ციხეზე, კერძოდ ციტადელზე დაზიანებული კედლებისა და ჭერის თაობაზე.
„სამწუხაროა, რომ აღნიშნულ სიუჟეტში არ მოხვდა კადრები, რომელიც „მოამბის“ გადამღებმა ჯგუფმა რაბათში გადაიღო და რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთში არის მკაცრი კლიმატური პირობები, რის გამოც ყოველწლიურად ზიანდება ახალციხის ციხის გარკვეული მონაკვეთები, რომლის შეკეთებაც ადრეული გაზაფხულიდან იწყება.

მიმდინარე წელს ციხის ტერიტორიაზე რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს. მთლიანად შეკეთდა კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული საპირფარეშოები. ამჟამად მიმდინარეობს ბრტყელი გადახურვის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით აღდგენილია დაახლოებით 300 კვად. მეტრი ფართობი. პარალელურად, მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული ციტადელის საკონფერენციო დარბაზის შიდა სამუშაოები, რომელიც დასრულდება მაისის დასაწყისისთვის“-აცხადებენ ახალციხის მერიაში.

მერიის ინფორმაციითვე, რაც შეეხება შენობების გარე ფასადების სამუშაოებს, პროექტი უკვე მზად არის. შესალესია დაახლოებით 1000 კვად. მეტრის ფართობი, რომლის სავარაუდო ღირებულება 20 000 ლარია. თანხა უკვე გამოყოფილია, სამუშაოები დასრულდება მაისის ბოლომდე, ანუ აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე.

„ გარდა ამისა, დაზიანებული მონაკვეთების ნაწილი არის კომერციული ფართები და ხელშეკრულებით ვადებულები არიან შენობა- ნაგებობების მოვლა- პატრონობაზე . პარალელურ რეჟიმში აქაც მიმდინარეობს დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება. ამ დროისთვის დასრულებულია რესტორან „ რაბათის“ სახურავისა და შენობის შიდა პერიმეტრის რეაბილიტაცია. დარჩენილი ფართების შეკეთება დასრულდება მიმდინარე წლის 20 მაისამდე.

ახალციხის ციხის კომპლექსი მზადაა მიიღოს სტუმრები და ვიზიტორები. მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება, ხელს არ შეუშლის ტურისტების მიღებას“-ნათქვამია მერიის განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა