კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“გორში „ქართული ოცნების“ აქციას დააკვირდება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიცია
„არჩევანის თავისუფლებიდან „ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, კოალიცია მონიტორინგს გაუწევს როგორც აქციის მონაწილეთა გადაადგილებას, ისე თავად აქციის მიმდინარეობას. კოალიცია აღნუსხავს და შეისწავლის ყველა იმ პრობლემას, რაც აქციის მიმდინარეობისას გამოვლინდება.
„ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ წევრების მოსახლეობასთან შეხვედრებზე მომხდარი ინციდენტებიდან, აგრეთვე, მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ გავრცელებული ინფორმაციებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გორის ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველანაირად უზრუნველყონ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება. კოალიცია იმედს იტოვებს, რომ გორში აქცია მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში ჩატარდება“-ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

















