logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე“დედამიწის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
კახა კალაძე“დედამიწის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
15:31 22.04.2018
თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეთ რუდთან ერთად, ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ “დედამიწის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

კახა კალაძემ და ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საკუთარი ავტომობილების ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი შეამოწმეს, რითაც ხაზი გაუსვეს სუფთა ჰაერის შენარჩუნების მნიშვნელობას. როგორც Autotest Georgien-ის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, გამონაბოლქვის ტესტის არსებობა ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის აუცილებელი ნაბიჯია. ამერიკის საელჩო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში ყველა მანქანისთვის სავალდებულო გამონაბოლქვის ტესტის დაწესებას.

თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს დედამიწის დღე მიულოცა. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის მნიშვნელობას და დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისადმი მიმართულ ძალისხმევაზე ისაუბრა.

"48 წელია, მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ზოგადად, მთელი მსოფლიო დღეს სეროზული გამოწვევების წინაშე დგას არსებული ეკოლოგიური მდგომარეობისა და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ამ მხრივ, სამწუხაროდ, არც თბილისია გამონაკლისი, სადაც სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები გვაქვს. ამ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი. ამ გამოწვევების დაძლევაში მნიშვნელოვანია ქალაქის ადგილობრივი მთავრობის როლი ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. ჩვენ ეს პრობლემა ერთიანი ძალისხმევით უნდა მოვაგვაროთ. მნიშვნელოვანია ქალაქის გამწვანება და სკვერების რეაბილიტაცია, თუმცა ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კომპონენტია ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ვიცით, რომ პირველი ივლისიდან სახელმწიფო დაწესებულებების ავტომობილების, ხოლო 1 იანვრიდან უკვე კერძო ავტომანქანების ტექდათვალიერება იწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იქნეს გამოყენებული. პროცესი მტკივნეული იქნება, ბევრი ავტომანქანა ვერ გაივლის ტექდათვალიერებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სწორედ ასეთი ავტომობილების გამონაბოლქვი წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, წელს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. შემოგვყავს 100 ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი. მომდევნო წლების განმავლობაში ვაპირებთ, ასევე, ელექტროავტობუსების შემოყვანას.რამდენიმე დღეში საცდელად შემოგვყავს ახალი ელექტროავტობუსი, რომელიც დედაქალაქში ერთ კონკრეტულ ხაზზე იმოძრავებს. მომდევნო წლებში ამ მიმართულებით კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს ვგეგმავთ“ - განაცხადა კახა კალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა