logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნატო-ს დღეების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
ნატო-ს დღეების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
17:03 20.04.2018
ნატო-ს დღეების ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ამ კუთხით არსებულ პროგრესზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებასა და გაძლიერებას ემსახურება. მინისტრმა ასევე ნატო-ს დღეების მნიშვნელობასა და მიზანზე ისაუბრა.

„დღეს, ჩვენი ურთიერთობები ნატოსთან არის ყველაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს არის ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებული სიტყვები. ეს არის ნატო-ს გზავნილი საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც გამოხატავს ნატოს ხელმძღვანელობის და მისი წვერი ქვეყნების პოზიციას.“ - განაცხადა მინისტრმა სტუდენტებთან საუბრისას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრისას ასევე ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ხაზი გაუსვა მთავრობის საბოლოო მიზანს, რასაც ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.

„არჩევანი, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წვერი, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. ეს არჩევანი, რომ გავხდეთ ნატო-ს და ევროკავშირის წევრი, გავაკეთეთ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, და ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით მოძრაობა. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც უკავშირდება ჩვენს მეტ უსაფრთხოებას, დემოკრატიულ განვითარებას, კეთილდღეობას და რაც მთავარია დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტს განმტკიცებასა და ტერიტორიულ მთლიანობას.“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ლექციის ფარგლებში მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის (GIPA) , თავისუფალი უნივერსიტეტის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ევროპული ახალგაზრდული ცენტრის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. ასევე სტუდენტური არასამთავრობოს გაერთიანებების YATA Georgia და YES Georgia წარმომადგენლები.

ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა