logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება
22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება
16:15 20.04.2018
ყოველი წლის 22 აპრილს, მსოფლიოს 175 ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, პარტნიორ ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, საზოგადოებას მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

დედამიწის საერთაშორისო დღის წლევანდელი გზავნილია მსოფლიოს მობილიზება პლასტიკის ნარჩენების შესამცირებლად.

დედამიწის დღე ამერიკელმა სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შედეგ დაარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედებით, მინიმუმადე იქნება დაყვანილი პლასტიკის პარკების მოხმარება და, შესაბამისად, ამ ტიპის ნარჩენებით გარემოს დაბინძურება. სამინისტროს მიერ შემუშავებულია მთავრობის დადგენილების პროექტი „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი". აღნიშნულის საჭიროება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში გაზრდილია პლასტიკის პარკების მოხმარება, რაც მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის გარემოს. შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის და ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ასევე ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებასთან, რეალიზაციასთან და იმპორტთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებამ იცოდეს და, შესაბამისად, აქტიურად ჩაერთოს იმ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიებში, რომლებიც დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაგეგმილი.

საქართველოში, ამ დღეს, ოფიციალურად აიღებს სტარტს მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია „გარემოს გულისთვის”. კამპანია მიზნად ისახავს სამთავრობო სექტორის, კერძო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნების ღონისძიებებში.
კომპანიებს, ორგანიზაციებს და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლიათ აირჩიონ ადგილი - გზის განაპირა უბანი, პარკი, სალაშქრო ბილიკი, ქუჩა - და სამი წლის განმავლობაში მის მოვლა-პატრონობაზე აიღონ პასუხისმგებლობა. კამპანიას უკვე შემოუერთდა კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის 15-მდე წარმომადგენელი.

„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში, საქართველოში, წელს უკვე მესამედ გამოცხადდა კონკურსი „სუფთა რეგიონი“. კონკურსის ფარგლებში, ყველა მუნიციპალიტეტში დაასუფთავებენ დანაგვიანებულ ადგილებს. გამოვლინდება ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი და ლამაზი ეზო.

„მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო და პარტნიორ ორგანიზაციებს ჩვენთან აქტიური თანამშრომლობისთვის და უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების განხორციელების პროცესში თანადგომისთვის“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის სამეფოს ელჩი მარტინა ქვიქი, USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში მოლი ლეინი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა