logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართულ და აზერბაიჯანულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება
ქართულ და აზერბაიჯანულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება
17:54 19.04.2018
ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად, აზერბაიჯანის უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გაცვლითი პროგრამების შემუშავება, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისთვის და მეცნიერებისთვის. განათლების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობა, მეცნიერებსა და მკვლევარებს დაეხმარება აწარმოონ მაღალი დონის კვლევები და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებიდან მოიპოვონ დაფინანსებები.
აზერბაიჯანელმა რექტორებმა გამოთქვეს სურვილი შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ქართული და აზერბაიჯანული უნივერსიტეტები გაერთიანდებიან და ორი ქვეყნის უმაღლესი განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ერთობლივად იმუშავებენ. საქართველოს მხრიდან, სამუშაო ჯგუფს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია უხელმძღვანელებს.
მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, ჯგუფის პირველი ოფიციალური სამუშაო შეხვედრა უახლოეს პერიოდში, საქართველოში შედგება.
რექტორთა შეხვედრაზე, მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ მიესალმება აზერბაიჯანულ უნივერსიტეტებში ქართველოლოგიის და საქართველოს შემსწავლელი მიმართულებების დაფუძნებას, რაზეც აზერბაიჯანული უნივერსიტეტები დაიწყებენ მუშაობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა