თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია
და გორის გვირაბში გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.
აღნიშნულ მონაკვეთზე კონტარქტორმა ორგანიზაციამ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებისა და ნებართვის გარეშე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, ორმოული შეკეთების სამუშაოების წარმოებისას გორის გვირაბი 1,5 საათით ჩაკეტა.
კონტარქტორ ორგანიზაცია შპს “იბოლიასთან“ მიმართებაში მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები აღნიშნული ქმედების გამო.

















