logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტყის მდგრადი მართვის საერთაშორისო გამოცდილებაზე იმსჯელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტყის მდგრადი მართვის საერთაშორისო გამოცდილებაზე იმსჯელეს
11:22 19.04.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის სექტორში ევროპული გამოცდილების გაზიარების თემები განიხილეს. შეხვედრა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა შეხვედრაზე ქვეყნისთვის ტყის მონიტორინგის მოდელების შემუშავების საკითხებზე ისაუბრა და პროექტში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჩართულობის საკითხის და მათი ფინანსური მხარდაჭერით დაგეგმილი ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემების ევროპაში მოქმედი მოდელების გაცნობის მიზნით, უცხოელი ექსპერტების მიერ წარმოდგენილი იყო ლიტვის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და გერმანიის მაგალითები.

„ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა სატყეო სექტორში გადაწყვეტილებების მიღებისა და ეფექტიანი დაგეგმარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ტყის მდგრადი მართვის კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, შესაბამისად მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და პროექტში ჩართულ უცხოელ ექსპერტებს თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი, სლოვაკეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში რუდოლფ მიხალკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამინისტროს სისტემაში შემავალი დარგობრივი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა