logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
თბილისში ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
14:17 18.04.2018
თბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ჩატარებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების – „მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში განახორციელა.

„ეს ძალიან მასშტაბური პროექტია. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 1000 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. არის კონკრეტული ოთახები, ადგილები, სადაც ავთენტურობა შენარჩუნებული იქნება. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება დედაქალაქში, როგორც ტურისტებისთვის, ასევე, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. სამუშაოები ორ ეტაპად შეიძლება დავყოთ. პირველი ეს იყო ფასადის სამუშაოები, რომელიც დასრულებულია და ამჟამად, შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სივრცე შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისთვის - 8 ნოემბრისთვის, მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის სარეაბილიტაციო პროექტი „იკორთა 2007“-ის ავტორობით მომზადდა. კონცეფცია თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს, თბილისის განვითარების ფონდსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან თანამშრომლობით შემუშავდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე სარდაფები მიწის დანალექი მასებისგან დასუფთავდა, სარდაფების ღიობებში გამაგრების სამუშაოები ჩატარდა, შენობის დასავლეთ ფლიგელში რკინა-ბეტონის სვეტებისა და სართულშუა გადახურვის მონოლითური ფილები მოეწყო. ასევე, მოწესრიგდა მუზეუმის ეზოში არსებული წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი, შეიცვალა სახურავები და საწვიმარი მილები, ავთენტური სახით აღდგა შიდა ეზოს ფასადებზე ხის აივნები, მოეწყო შუშაბანდები და შეიცვალა ხის კარ-ფანჯარა. გარდა ამისა, გარე ფასადსა და შენობის პარაპეტებზე შეიცვალა დაზიანებული ნაძერწი დეტალები და სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და სოფიო ხუნწარია, ასევე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი და ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე იმყოფებოდნენ.

„პროცესი ერთი წელია მიმდინარეობს. არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილი დასრულებულია. ამ დროისთვის, მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც შიდა ინტერიერის სრულ განახლებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც, მუზეუმი ექსპლუატაციაში შესვლისთვის მზად იქნება. წლის ბოლოს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განახლებულ მუზეუმს მივიღებთ და ქალაქში კიდევ ერთი მიზიდულობის კერა დაგვემატება“, - განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.

ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 912 829 ლარი გამოიყო, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის 2 120 000 ლარი დაიხარჯება. შენობის სამივე სართული ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

გარდა მემორიალური სივრცეებისა, მუზეუმში იგეგმება 15 თემატური დარბაზის მოწყობა, სადაც განთავსებული იქნება მემორიალური ნივთები, საგამოფენო ობიექტები, ნაბეჭდი მასალა და ინსტალაციები. ასევე, მოეწყობა დროებითი საგამოფენო დარბაზი, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ტიპის საგამოფენო და სამეცნიერო ღონისძიებები. გარდა ამისა, მუზეუმში განთავსდება კაფე, საგანმანათლებლო სივრცე, სახელოსნო და სამუზეუმო მაღაზია.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა