logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: კომუნიკაციების ეროვნულ კომისაში სახელფასო პოლიტიკა კრიტიკულია, უწყებას კი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრობლემა გააჩნია
„ახალგაზრდა ადვოკატები“: კომუნიკაციების ეროვნულ კომისაში სახელფასო პოლიტიკა კრიტიკულია, უწყებას კი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრობლემა გააჩნია
13:06 18.04.2018
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობისა და კომისიაში დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით შესწავლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მარეგულირებელი კომისია საქართველოში კვლავ ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, თუმცა მისი ყოველწლიური შემოსავლები, რომელსაც ის კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელი სუბიექტებისაგან იღებს, ყოველწლიურად მზარდია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ია გოგნაძის განცხადებით, ორგანიზაციის შესწავლის საგანს წარმოადგენდა, 2017 წლის განმავლობაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, მოქმედი წევრებისა და კომისიის რვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ყოველთვიური სახელფასო ოდენობა, მიღებული პრემიები და დანამატები, კომისიის მიერ 2017 წლის განმავლობაში ეროვნულ და საერთაშორისო მივლინებებში გაწეული ხარჯების ოდენობა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯის ოდენობა, ინფორმაცია იმის შესახებ, 2017 წლის განმავლობაში იღებდა თუ არა კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობას, 2017 წლის განმავლობაში კომისიაში მიღებული საჩივრების რაოდენობა და ამავე პერიოდში ინფორმაცია კომისიის საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის შესახებ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ყველაზე მდიდარი საჯარო მოხელეა, რომლის 2017 წლის მანძილზე მიღებული შემოსავალი შეადგენს 16,650 ლარს. მარეგულირებელი კომისია ფინანსდება კომერციული იურიდიული პირების მხრიდან და არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ მარეგულირებელ კომისიაში სახელფასო პოლიტიკა ქვეყნის სიღარიბეში მყოფი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომოური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოითხოვს რეგულაციებს და დამატებით საკანონმდებლო ფარგლებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გადასახადების გადამხდელი რიგითი მოქალაქეების ინტერესია კონკურენტული და მონოპოლიებისგან თავისუფალი სატელეკომუნიკაციო ბაზარი, რომელიც უნდა დაარეგულიროს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რაც დღევანდელ ვითარებაში, მიღწეული არ არის. შესაბამისად, კომისია და მისი თავმჯდომარე უნდა გამოხატავდნენ საჯარო ინტერესებს და გადასახადის გადამხდელი მოქალაქეების მიმართ გრძნობდეს ანგარიშვალდებულებას. ასეთივე პასუხისმგებლობა აკისრიათ მარეგულირებელი კომისიის წევრებს, რომელთა 2017 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები შეადგენდა 15,817 ლარს.

ორგანიზაციამ შეისწავლა და 2017 წლის განმავლობაში, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების ყოველკვარტალური პრემია, თავმჯდომარის შემთხვევაში შეადგენს 11,655 ლარს, ხოლო წევრების შემთხვევაში, 11,072 ლარს. ამასთან კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ორგანიზაციას კომისიის რვა სტრუქტურული ერთეულის ხელმღვანელი პირების ხელფასების, პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია არ მოაწოდა და ტრადიციულად, მათ პერსონალურ მონაცემებზე მითითებით, მოთხოვნილი ინფორმაცია დამალა, რაც ვფიქრობთ, ხელს არ უწყობს სტრუქტურის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე.

ორგანიზაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2017 წლის განმვალობაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, ეროვნულ და საერთაშორისო მივლინებებზე გამოყოფილმა ბიუჯეტმა საერთო ჯამში 182,668 ლარი შეადგინა. რაც ეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქიონირებისათვის საჭირო თანხამ - საერთო ჯამში 221,806 ლარი. აქედან 97,250 ლარი მოხმარდა კომუნალურ გადასახადებს, 17,011 ლარი კომისიის საკანცელარიო საჭიროებებით უზრუნველყოფას, 71,798 ლარი საწვავით უზრუნველყოფას და 35,745 ლარი ძირითადი საშუალებების დაზღვევას მოხმარდა.

ორგანიზაციამ შესწავლის პროცესში ყურადღება გაამახვილა კომისიის კანონშემოქმედებით პროცესში ჩართულობაზე და დაადგინა, რომ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 19 მარტის მდგომარეობით, კომისის ჩართულობით პარლამენტს წარედგინა შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები: 1) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოში კანონში და „საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მიზნად ისახავს 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, მედიის საარჩევნო პროცესში მონაწილეობაზე კომისიის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, 2) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის განვითარების ხელშეწყობას. აგრეთვე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების შესაბამისად, ცვლილებები განხორციელდა „ელექრონული კომუნიკაციების შესახებ“ „მაუწყებლობის შესახებ“ „ეროვნული მარებულირებელი ორგანოების შესახებ“ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებში მედიაწინგიერების ხელშეწყობის მიმართულებით, რაც მისასალმებელია, მაგრამ ტელეკომუნიკაციების ბაზარზე არსებული მწვავე და პოლიტიკურად სენსიტიური თემების გათვალისწინებით, არაჯეროვანი და არასაკმარისი.

ორგანიზაციის შესწავლის საგანს წარმოადგენდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2017 წლის განმავლობაში რეგისტრირებული საჩივრებისა და კომისიის საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის საკითხი. ირკვევა, რომ 2017 წლის განმვალობაში, კომისიაში საერთო ჯამში დარეგისტრირდა 23 საჩივარი. აქედან სრულად დაკმაყოფილდა 9 საჩივარი, არ დაკმაყოფილდა - 5, ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა ექვს საქმეზე, ხოლო ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 3 საჩივარი. 2018 წლის მარტის მდგომარეობით, კომისია საერთო სასამართლოებში მხარედ წარმოდგენილია 75 დავაში, რაც ცალკე კვლევისა და შესწავლის საგანს წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციამ არაერთხელ მიმართა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პრეზიდენტს, გადახედილიყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არსებული სახეფასო პოლიტიკა, რის მიხედვითაც უნდა დაწესებულიყო ზედა ზღვარი და კომისია მეტად ანგარიშვალდებული ყოფილიყო საზოგადოების წინაშე, აღნიშნული დღემდე არ არის მიღწეული. ერთის მხრივ, კომისიის სახელფასო პოლიტიკა კვლავ კოლოსალურად მაღალია, რაც ცალსახად შეუასაბამოა ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მეორეს მხრივ კი, კომისია არ რეაგირებს ტელეკომუნიკაციის სფეროში არსებულ პრობლემებზე და ინსტიტუციას გააჩნია გამჭვირვალობის პრობლემები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა