logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ საგაზაფხულო სამუშაოებს გაეცნო
კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ საგაზაფხულო სამუშაოებს გაეცნო
10:25 18.04.2018
თბილისი მერის, კახა კალაძის დავალების შესაბამისად, "თბილსერვისჯგუფი" დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებში გმირთა მოედანზე არსებული პანდუსი დაიუსტ იციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხა. გმირთა მოედანზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და მაია ბითაძესთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძემ "თბილსერვისჯგუფის" თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ამ სამუშაოებისათვის სპეციალური ტექნიკის შესყიდვაც იგეგმება.

"აღნიშნული სამუშაოები მომდევნო დღეების განმავლობაში სხვა დასხვა ცენტრალურ ქუჩაზე გაგრძელდება. გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული იყოს. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს რგვა, სკვერებისა და პარკების გამწვანება, ასევე, სხვლა-ფორმირების სამუშაოები. ყველა ამ სამუშაოს შესრულებას რამდენიმე დღე დასჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო "თბილსერვისჯგუფის" თითოეულ თანამშრომელს, რადგან ფიზიკურად უწევთ მუშაობა. ჩვენ მომდევნო თვეების განმავლობაში ვგეგმავთ სპეციალური ტექნიკის შესყიდვას, როგორც ეს ნორმალურ და განვითარებულ ევროპულ ქვეყნებსა და ქალაქებშია. თანამედროვე ქალაქის პრეტენზია გვაქვს და ეს ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს",- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქში ხიდები, გვირაბები და პანდუსები მოირეცხება. პარალელურად გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ 19 586 ერთეულ ნაგავშემკრებ კონტეინერს. რაც შეეხება გზის მორეცხვის გეგმიურ სამუშაოებს, ეს პროცესი პირველი მაისიდან დაიწყება და ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურ რეჟიმში თბილისის ათივე რაიონში გაგრძელდება.

თბილისის მერთან ერთად, გმირთა მოედანზე მიმდინარე სამუშაოებს, "თბილსერვისჯგუფის" ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი გაეცნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა