logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება
ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება
14:51 17.04.2018
საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, თბილისის მერია ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოებს იწყებს. ადგილზე მოსამზადებელ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

თბილისის მერის განცხადებით, ქალაქში საცობების განტვირთვის კუთხით, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში, ასევე, 140 ძირი ხის დარგვაა დაგეგმილი.

„აღნიშნული პროექტის განხორციელებას დაახლოებით, ხუთი თვე დასჭირდება და 2 700 000 ლარი დაიხარჯება. ეს ორეტაპიანი პროექტი იქნება, რომელთაგან პირველი სწორედ ეს სატრანსპორტო კვანძია, ხოლო მეორე თამარაშვილის კვანძის მოწესრიგება იქნება. ქალაქში საცობების პრობლემა არსებობს, რომლის მოსაგვარებლადაც, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთ-ერთი კომპონენტია. ასევე, დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 140 ძირი ხე დაირგვება, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტერიტორიაზე არსებული ხეები გადავრგოთ. შესაბამისი ტექნიკაც გვაქვს ამისთვის, ხოლო ის ხეები, რომლებიც გადარგვას ვერ დაექვემდებარება, მოიჭრება“ - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, რომელიც აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს. პროექტის განხორციელების შედეგად, საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში განიტვირთება საცობები და ტრანსპორტის გადაადგილების დრო შემცირდება.

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის მოსამზადებელ სამუშაოებს ასევე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი და თბილისის საკრებულოს წევრები გაეცნენ.

„მსგავსი მასშტაბისა და მოცულობის სამუშაოების დროს, ყოველთვის საჭიროა, მოძრაობის გარკვეულწილად შეზღუდვა. ამ შემთხვევაშიც, გარკვეული სახის შეზღუდვები გვექნება. საპატრულო პოლიციასთან ერთად, აქტიურად ვთანამშრომლობთ და იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემას ერთობლივად მოვაგვარებთ“ - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, დროებით შეიზღუდება მოძრაობა და შეიცვლება კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები. კერძოდ, გზაჯვარედინზე ცინცაძის ქუჩიდან ნებადართული იქნება მოძრაობა მხოლოდ მარჯვნივ - კარტოზიას ქუჩაზე, ხოლო პირდაპირ - თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება და ამირეჯიბის გზატკეცილისკენ მობრუნება - შეიზღუდება. სანაცვლოდ, ცინცაძიდან ამირეჯიბის გზატკეცილისა და ბახტრიონის ქუჩისკენ მოძრავ ავტომანქანებს ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩის პირველივე გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევა შეეძლებათ.

გარდა ამისა, ყაზბეგის გამზირიდან კარტოზიას ქუჩაზე შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი ავტომანქანებისთვის იქნება ნებადართული.

კარტოზიას ქუჩაზე შეზღუდვის დაწესების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი - N92 ავტობუსი და N27, N50, N81 და N100 მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩას გაივლიან, ყოფილ იპოდრომთან - ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩაზე შეუხვევენ, საიდანაც მოძრაობას დადგენილი მარშრუტით განაგრძობენ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა