logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ვისოლ ჯგუფი“ ფერმერებს საწვავის შესყიდვასა და ავტომომსახურებაზე სპეციალურ პირობებს უქმნის
„ვისოლ ჯგუფი“ ფერმერებს საწვავის შესყიდვასა და ავტომომსახურებაზე სპეციალურ პირობებს უქმნის
11:42 17.04.2018
„ვისოლ ჯგუფმა“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ ერთად ქართული წარმოებისა და სოფლის მეურნეობის წახალისების მიზნით ფერმერებს საწვავსა და ვტომომსახურებაზე სპეციალურიპირობები შეუქმნა და ამიერიდან მათ „ვისოლის“ უმაღლესი ხარისხის საწვავისა და „ვიანორის“ საავტომობილო პროდუქტებისა თუ მომსახურებების შესყიდვა სპეციალური ფასდაკლებით შეეძლებათ.

„ქართული წარმოების წახალისება „ვისოლ ჯგუფის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მსხვილი მიმართულებაა. სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ „შეიძინე ქართულისა“ და „ვენდისა“ და „დანკინის“ ამერიკული რესტორნების „მეტი ქართული პროდუქტის“ კამპანიების ფარგლებში ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტის შესყიდვის წახალისება და იმპორტის სრული ჩანაცვლება მოხდა ადგილობრივი პროდუქტებით. „ვისოლის“ საწვავზე და „ვიანორის“ საავტომობილო ზეთებსა თუ მომსახურებაზე სპეციალური ფასდაკლება კი ფერმერებისთვის დამატებითი სარგებელია, რომ გამოთავისუფლებული რესურსებითმეტად განავითარონ აგრობიზნესი და საბოლოო ჯამში ქართული სოფლის მეურნეობა“, აცხადებს „ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლ ჯგუფისგან“ შეთავაზება პირველმა გიორგი ბოჭორიშვილმა მიიღო, რომელსაც გორის რაიონის სოფელ არაშენდაში პამიდორი, კომბოსტო, სიმინდი, ლობიო, ქერი მოჰყავს და ვაშლის ბაღებს უვლის. ფერმერობას ხელი რამდენიმე წლის წინ მიჰყო, თუმცა, 2006 წლიდან შეიარაღებულ ძალებში ირიცხება. 18 წლისჯარში გაიწვიეს და იმავე¬ წელს ერაყში გაემგზავრა. 2010-ში ავღანეთში წავიდა, სამი თვის ჩასული კი მძიმედ დაიჭრა, რის გამოც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი გერმანიაში გაიარა. სამშობლოში დაბრუნებულმა მეომარმა ბრძოლა იარაღით ვერა, მაგრამ თოხითა და ბარით განაგრძო და უკვე წარმატებული ფერმერია.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია ქვეყანაში. ვისოლი ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.
“ვისოლ ჯგუფმა” ავტოტექმომსახურების მსოფლიო ბრენდის - ,,ვიანორისაგან” საქართველოში ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება 2012 წელს მოიპოვა. “ვიანორი” “ნოკიან თაიერსის“ ჯგუფის წევრია, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში 1000-ზე მეტ ავტომომსახურების ცენტრს ფლობს. დღესდღეობით “ვიანორ ჯორჯია” ავტომომსახურების ცენტრების ყველაზე ფართო ქსელის მფლობელია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის „ტოტალის“, „ფინას“, “ტექსაკოს”, “შევრონისა” და „ეკოს“ საავტომობილო ზეთებს, „ნოკიანისა“ და „პირელის“ ბრენდის საბურავებს, და სხვა საავტომობილო პროდუქტებს. “ვიანორის” სერვის ცენტრები მომხმარებელს ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრული მომსახურებით უზრუნველყოფს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა