logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ამოქმედდება
ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ამოქმედდება
20:09 16.04.2018
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძესა და სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას შეეხო, სადაც მიმოიხილეს საკანონმდებლო ინიციატივის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე, ის საკანონმდებლო ხარვეზები, რომელთა ძალაში შესვლაც გაართულებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს. „ძველი თბილისის რეაბილიტაცია არ ეხება მხოლოდ ისტორიული შენობების აღდგენას, ეს საკითხი, პირველ რიგში, იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს და მათი უფლებების რეალიზებისკენ იყოს მიმართული. ჩვენთვის ძველი თბილისი არ არის მხოლოდ შენობა, ის არის ადამიანებს შორის ურთიერთობა, ტრადიციები, რაც შეუფასებელია. დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რის ფარგლებშიც დეტალურად განვიხილეთ ყველა ის პრობლემა, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიღების შედეგად მივიღოთ. სწორედ ამიტომ, პროცესის წარმართვა უნდა მოხდეს პოზიციების შეჯერებისა და რისკების გაანალიზების საფუძველზე,“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, დადებითად შეაფასა აღნიშნული შეხვედრა და საკითხის დეტალური განხილვის საჭიროებაზე ისაუბრა: „მისასალმებელია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა, რადგან მოხდეს, ერთი მხრივ, ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევა, ამავდროულად, გაუმჯობესდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მექანიზმები“.

როგორც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა აღნიშნა, „თბილისის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის 1769 ძეგლია, მათ შორის, 1759 ძველი თბილისის ისტორიულ საზღვრებშია მოქცეული. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი, ძირითადად, 2007 წელს განიხილებოდა და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ გარკვეულ ნაწილს კულტურულ ძეგლთან საერთო არაფერი აქვს. დღეს არსებული ძეგლებიდან დაახლოებით 1200-მდე საჭიროებს სხვადასხვა სახის რეაბილიტაციას, ამისთვის კი საჭიროა რეგულარული სამუშაო ჯგუფების არსებობა და თბილისის მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობა“.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ ისაუბრა პროცედურულ საკითხებზე და განაცხადა: „ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავს სამუშაო ჯგუფებში აქტიური ჩართულობა, რადგან პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება“.

როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრებმა, ასევე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს სამუშაო რეჟიმის გაგრძელების შესახებ ეფექტური საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა