logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
20:04 16.04.2018
პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა საქართველოს 9 უმაღლესი სასწავლებლის ქართულ ენაში მომზადების პროგრამის „1+4“ სტუდენტები მონაწილეობდნენ.

კონკურსის 45-მა მონაწილემ დავით ტურაშვილის მოთხრობა „კურკა“ კარნახით დაწერა. გამარჯვებულ სტუდენტებს სპეციალური დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, წლევანდელი პროექტი მასშტაბური იყო. „ძალიან კარგია, რომ ჩვენს ეთნიკურად არაქართველ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ სახელმწიფო ენა შეისწავლონ, სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირდნენ, კარიერული წინსვლა და ყველა ის სიკეთე ჰქონდეთ, რომელიც საქართველოს მოქალაქის მაღალ წოდებასთან არის დაკავშირებული,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ პროექტი სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „დარწმუნებული ვარ, ჩვენი ახალგაზრდებისთვის ეს იქნება სამომავლო წარმატების წინაპირობა. ვიცი რომ ბევრი სასწავლებელი და სტუდენტი იყო ჩართული. ვფიქრობ, რომ მონაწილეობა უკვე არის გამარჯვება და ეს არის ნიშანი იმის, რომ გაცნობიერებული გვაქვს სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობა,“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

“ეს პროექტი არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ამ სტუდენტებთან მიმართებით. სახელმწიფო ამით ხელს უწყობს მათ, რომ შეიყვარონ, დახვეწონ და შეისწავლონ კიდევ უფრო მეტად ქართული ენა.“- აღნიშნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.

პროექტის მონაწილის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ტირუჰი პეტროსიანის თქმით, „აუცილებელია, საქართველოს ყველა მოქალაქემ ისწავლოს ქართული ენა. ეს პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან არაქართულენოვანი სტუდენტები იღებენ მონაწილეობას და ქართული ენის ცოდნას აჩვენებენ.“

აღნიშნული ღონისძიებით დაიხურა ქართული ენის კვირეული, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა