დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში დღეს ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალი ვაჟაობა აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
როგორც „ნიუსპრესს“ ვაჟა ფშაველას მუზეუმის დირექტორმა ლელა რაზიკაშვილმა განუცხადა, დღეს ჩარგალში რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი გაიმართება. ასევე ღონისძიებაზე წაიკითხავენ ვაჟას ლექსებს. გაიმართება ტრადიციული დოღიც.
რაზიკაშვილის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით სტუმრებს მთელი საქართველოდან ელიან.
დღესვე ჩარგალში, ვაჟაობის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პირველი პირები გეგმავენ ჩასვლას.

















