logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რუსთაველის თეატრში კონკურსის „ჩემი პირველი ქართული როლის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
რუსთაველის თეატრში კონკურსის „ჩემი პირველი ქართული როლის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
19:47 14.04.2018
სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი სპექტაკლების კონკურსი სახელწოდებით „ჩემი პირველი ქართული როლი“ ჩაატარა, რომლის ფინალიც დედაენის დღეს რუსთაველის თეატრში გაიმართა.

საკონკურსო ნამუშევრების (სპექტაკლების) შეფასების კომისიის მიერ სამი საპრიზო ადგილი (I, II, III) და ჟიურის სიმპათია გამოვლინდა. პირველის ადგილის მფლობელი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლა გახდა, მეორე ადგილი თბილისის №96 საჯარო სკოლამ დაიკავა, მესამე ადგილი წილად ხვდა, ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლას. ჟიურის სიმპათია კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა გახდა.

გამარჯვებულმა გუნდებმა, რუსთაველის თეატრში თავიანთი სპექტაკლებიდან ფრაგმენტები წარმოადგინეს. დასასრულს კი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ფინალისტებს ფულადი პრიზები და დიპლომები გადასცეს. მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული მოსწავლეები, არდადეგეგბზე ბათუმში, მუსიკალურ საზაფხულო ბანაკში დაისვენებენ.
კონკურსი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობა, სახელმწიფო ენაზე სამეტყველო კომპეტენციების განვითარება და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა