logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა ბექაური: ფიქსირებული ინტერნეტის ფასთან დაკავშირებით სავალალო მდგომარეობა გვაქვს
კახა ბექაური: ფიქსირებული ინტერნეტის ფასთან დაკავშირებით სავალალო მდგომარეობა გვაქვს
19:39 14.04.2018
„ფიქსირებულ ინტერნეტთან დაკავშირებით სავალალო მდგომარეობა გვაქვს და ჩემი დღის წესრიგის პირველი საკითხია, ამას მოვუაროთ“, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს პირადად ჩემი და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთავარი გამოწვევაა. მარტივად რომ ვთქვათ, ამ საკითხს უნდა მოვუაროთ კონკურენციის გაზრდით, ახალი მოთამაშეების, მცირე და საშუალო ოპერატორების შემოყვანით და გაძლიერებით, ოღონდ გამოყენებული უნდა იქნას მსხვილი ოპერატორების, იგივე „მაგთიკომის“, „სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ოპერატორებს ზედმეტი ინვესტიციის განხორციელება არ მოუწიოთ და მსხვილმა ოპერატორებმა მათ საკუთარი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა მიაქირაონ, ან ამით მიაწოდონ ინტერნეტის შემდგომი გადაყიდვის გზით“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი თქმით, აქ გარედან გლობალური მოთამაშის შემოყვანა ერთვება, რომ ბაზარზე გლობალური მოთამაშე შემოვიდეს და გაკეთდეს ნეიტრალური ინტერნეტის გაყიდვის წერტილები, საიდანაც საშუალო და პატარა ოპერატორები გლობალური მოთამაშის ინტერნეტს შედარებით იაფად იყიდიან, დიდი ოპერატორების მაგისტრალურ ქსელებზე დაშვება ექნებათ და უშუალოდ მომხმარებელთან კონკურენცია გაიზრდება.

კახა ბექაურმა ასევე აღნიშნა, რომ მობილური ინტერნეტის ფასი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან არის შემცირებული.

„მობილური ინტერნეტის ხარჯი 2013 წლიდან დღემდე 60%–ით არის შემცირებული, ან იგივე ფასად მომხმარებლები უკეთეს ინტერნეტს იღებენ. ამაში ყველა დამეთანხმება“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა