logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
უცხოელი ექსპერტები კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებისთვის მედიაწიგნიერების საკითხებზე ორკვირიან მასტერკლასს ჩაატარებენ
უცხოელი ექსპერტები კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებისთვის მედიაწიგნიერების საკითხებზე ორკვირიან მასტერკლასს ჩაატარებენ
18:59 14.04.2018
„კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების მიმართულებით სერიოზული აქტივობების განხორციელებას გეგმავს“, – განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

„დღევანდელ ცვალებად ეპოქაში, როცა მომხმარებლის ქცევა იცვლება და ადამიანები ინფორმაციის მიღებას არა კლასიკური მედიის, არამედ უკვე ახალი მედიის პლატფორმებით იწყებენ, ვგეგმავთ, კონტენტის მკეთებლებს, ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს დავეხმაროთ, რომ კლასიკური მედია მულტიმედიურ კონტენტზე გადაეწყოს და თანამედროვეობას ფეხი აუწყოს. თანამედროვეობასთან ერთად, მათ ხარისხიანი ჟურნალისტიკა არ უნდა დაავიწყდეთ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

როგორც ბექაურმა აღნიშნა, მთავარი არის ის, რომ თანამედროვე კონტენტის კეთებასთან ერთად ხარისხიანი ჟურნალისტიკა არ დაიკარგოს.
„დღეს, როცა საინფორმაციო ველი ასეთი დინამიკურია, ჟურნალისტური სტანდარტი ავიწყდებათ. ავიწყდებათ, რომ ახალი ამბავი უნდა გადაამოწმონ. გავიხსენოთ მაგალითად, პატრიარქთან შეხვედრის ყალბი ახალი ამბავი, რომელიც ბევრმა საინფორმაციო სააგენტომ წაიღო. მერე მისი წაშლა მოუწიათ. ესაა იმის მარტივი მაგალითი, რომ სისწრაფეში და საინფორმაციო პროდუქტის მოდერნიზებაში ჟურნალისტიკა ავიწყდებათ“, – განაცხადა ბექაურმა.

მისი თქმით, კომისია ამისთვის უცხოელი, გამოცდილი, საუკეთესო პედაგოგებისა და ექსპერტების ჩამოყვანას გეგმავს.

„თავიდან, ხარჯები კომისიის ბიუჯეტიდან გაიწევა, სამომავლოდ კი, იმედი გვაქვს, ამაში საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან, გრანტებიც იქნება და ა.შ.“ – განაცხადა ბექაურმა.

კახა ბექაურმა ასევე განაცხადა, რომ კომისიის გეგმების მეორე კომპონენტი მედიაკრიტიკის განვითარებაა, რომელიც კონტენტის მკეთებლებსა და საზოგადოებას ძალიან სჭირდება.

„ეს რთული ამოცანაა, მაგრამ მედიაკრიტიკით ხარისხიანი ჟურნალისტიკის გარჩევის გარკვეული გზამკვლევი უნდა შევქმნათ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი თქმით, კომისია გარკვეული პროექტების განხორციელებას გეგმავს, რათა მომხმარებლებმა მულტიმედიური კონტენტისგან მაქსიმალური სარგებლის, მრავალფეროვან გარემოში ხარისხიანი, არაყალბი ახალი ამბების მიღება შეძლონ.
გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ყალბი და არა გაყალბებული ინფორმაციის გარჩევა როგორ უნდა შეძლონ მაყურებლებმა, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით, კომისია კონკრეტულ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
„პირველი აქტივობა მაისის დასაწყისში გვაქვს დაგეგმილი. ჩამოგვყავს ძალიან ცნობილი ექსპერტი, რასაც პირველად თქვენს გადაცემაში ვახმოვანებ. მასთან კონტრაქტი უკვე გაფორმდა და კომისიის თანამშრომლებისთვის მედიაწიგნიერების საკითხებზე ის ორკვირიან მასტერკლასს ჩაატარებს. იქნება ერთდღიანი, ან ორდღიანი საჯარო მასტერკლასიც“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა