logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა ბექაური: მედიაწიგნიერების განვითარება პროპაგანდასთან ბრძოლის ერთ–ერთი ინსტრუმენტი იქნება
კახა ბექაური: მედიაწიგნიერების განვითარება პროპაგანდასთან ბრძოლის ერთ–ერთი ინსტრუმენტი იქნება
10:45 14.04.2018
„რუსული იქნება ეს თუ სხვა, პროპაგანდა საზოგადოებისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას ხელს უშლის და მედიაგარემოსთვის საფრთხეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროპაგანდას მედიისთვის არასწორი მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ“, – განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

„არ მგონია, რომ არსებობს ხელოვნურად შემზღუდველი ინსტრუმენტები, რომლითაც პროპაგანდას უნდა ვებრძოლოთ. ეს კაცობრიობას ეს ჯერ არ მოუგონია. ერთადერთი ინსტრუმენტი მედიაწიგნიერებაა, რაც ახალია და ევროპაში ფეხს ახლა იდგამს. ჩვენ ამ მიმართულებით წასვლას ვაპირებთ, სერიოზული გეგმები გვაქვს და გარკვეული ნაბიჯები უკვე გადავდგით. ძალიან მალე საჯაროდ ვიტყვით, მედიაწიგნიერების განვითარება როგორ გვესახება. ჩემი აზრით, ეს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთ–ერთი ინსტრუმენტი იქნება“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი თქმით, მედიის თავისუფლება, მრავალფეროვნება და პლურალიზმი იმას ნიშნავს, რომ პროპაგანდისტული არხებიც უნდა არსებობდეს, პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესების მატარებელიც, სიმართლის მთქმელიც, მიუკერძოებელიც და მატყუარაც.

„მედიის თავისუფლება ეს არის. პროპაგანდის აკრძალვა გამოსავალი არ არის. ვთქვათ, რუსული სახელმწიფო არხები პოლიტიკურ დონეზე, კანონით, ან სხვა გზით ხელოვნურად აიკრძალა, იმას გამოვრიცხავთ, რომ რომელიმე ქართულენოვანმა არხმა მაუწყებლობის უფლება მიიღოს და რუსული პროპაგანდის გამტარებელი იყოს? რა უნდა ვუყოთ ამ ქართულენოვან, საქართველოს მოქალაქის მიერ შექმნილ არხს, რომელიც შესაძლოა, რუსულ ინტერესს ატარებდეს? ისიც ავკრძალოთ? აქედან მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვამდე ერთი ნაბიჯია“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

როგორც ბექაურმა აღნიშნა, თუ გარკვეული არხების მაუწყებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლები კანონს მიიღებენ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მას აღასრულებს, მაგრამ ამ კანონის გვერდის ავლით, პოლიტიკური, თუ პროპაგანდისტული ინტერესების მქონე მაუწყებლის შექმნის შესაძლებლობა ყოველთვის იარსებებს და თუ ამ კუთხით ყველას უნდა ვსდიოთ, ეს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვამდე მიგვიყვანს.

„თუ ვიღაცას ეჭვი გაუჩნდება, რომ რომელიმე ქართული მაუწყებელი რუსულ ინტერესს, სხვა ინტერესს, ან პროპაგანდისტულ ინტერესს ატარებს, ამის შეზღუდვას მოინდომებს, ეს კი ტრაგედიაა. ასე არ შეიძლება, რადგან ეს გზა მედიის თავისუფლების შეზღუდვამდე მიდის“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა