logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა ბექაური: ინტერპრეტაციები, რომელიც NTV Plus-ის განცხადებას მოყვა, რეალობის არარეალობად წარმოდგენა, დამახინჯება იყო
კახა ბექაური: ინტერპრეტაციები, რომელიც NTV Plus-ის განცხადებას მოყვა, რეალობის არარეალობად წარმოდგენა, დამახინჯება იყო
10:44 14.04.2018
"დაიხატა რეალობა, თითქოს, NTV Plus რუსული საინფორმაციო პროპაგანდისტული არხებით ახლა, პირველად შემოდის, მაგრამ ეს ასე არ არის და NTV Plus-ის განცხადების შემდეგ ამას ქართულ მედიაში როგორი ინტერპრეტაციაც მიეცა, რეალობის არარეალობად წარმოდგენა, დამახინჯება იყო", – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„NTV Plus ისე, როგორც არის წარმოდგენილი, რუსული პროპაგანდისტული არხების გამავრცელებელია და მათ პაკეტში, რა თქმა უნდა, რუსული საინფორმაციო არხები არსებობს, მაგრამ ეს ქართული ბაზრისთვის სიახლე არ არის. NTV Plus რომ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს ავრცელებს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, მაგრამ საქართველოში არსებული ყველა საკაბელო ოპერატორი ყოველთვის ავრცელებდა არხებს, რომლებსაც რუსულ პროპაგანდისტულ არხებად მოვიხსენიებთ.
NTV Plus–ის პაკეტში შემავალი რუსული საინფორმაციო არხების მაუწყებლობა საქართველოში არასდროს შეწყვეტილა და დღეს ამ არხებს საკაბელო არხების 650 000 აბონენტი უყურებს“, – განაცხადა ბექაურმა.
მისი თქმით, NTV Plus თავად არცერთი რუსული საინფორმაციო არხის მწარმოებელი არ არის.
„ეს არის კომპანია, რომელსაც თვითონ მხოლოდ სპორტული და გასართობი კონტენტი აქვს. საერთო მაუწყებელი NTV, NTV Plus–ის ნაწილი არ არის. NTV Plus ცალკე სატელიტური პლატფორმაა, რომელიც სატელიტური სერვისის მიმწოდებელია. ის მაუწყებლობის თანამგზავრულ ტრანზიტს ახორციელებს, რომელიც მხოლოდ რუსეთში არ არის, არის უკრაინაში, ყაზახეთში და ბევრგან. NTV Plus–ის პაკეტში 290–ზე მეტი არხია, მათ შორის უცხოური არხები – BBC, CNN და სხვა“, – განაცხადა კახა ბექაურმა.
კახა ბექაურმა ასევე აღნიშნა, რომ მიხაილ დიომინის განცხადებიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას NTV Plus–ის ცენტრალურ ოფისთან ბევრი კითხვა ჰქონდა.
„ჩვენ მათ გავუგზავნეთ კითხვა, რა ტიპის ურთიერთობა ჰქონდათ ქართულ „მედია ჯგუფთან“, რომელიც NTV Plus –ის განცხადებაში ტექნიკურად დამხმარე ორგანიზაციად იყო მოხსენიებული“, – განაცხადა ბექაურმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, წინასწარ, დარეგისტრირებამდე, 2016 წლის 12 სექტემბერს როგორ მიიღო ავტორიზაცია 2017 წლის სექტემბერში დაფუძნებულმა კომპანია „მედია ჯგუფმა“, რომელიც NTV Plus-ის პარტნიორია, კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ ქართულ „მედია ჯგუფს“ ავტორიზაცია არ გაუვლია, ის ავტორიზებული პირი არ არის და რეგულირების სფეროში არ შედის.
„ავტორიზაცია გავლილი აქვს თავად NTV Plus–ს. წელიწადნახევრის წინ, NTV Plus–მა ავტორიზაცია კომისიაში საქართველოს კანონმდებლობის დაცვით გაიარა. თუმცა, პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისთვის დამატებით, სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი დასჭირდება, რათა დაფიქსირდეს, როგორც ქართული სამეწარმეო სუბიექტი“, – განაცხადა კახა ბექაურმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა