logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზვიად კვაჭანტირაძე უცხოეთში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმული თანამემამულეებისთვის საქართველოში პანსიონატების შექმნის ინიციატივით გამოდის
ზვიად კვაჭანტირაძე უცხოეთში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმული თანამემამულეებისთვის საქართველოში პანსიონატების შექმნის ინიციატივით გამოდის
22:21 13.04.2018
„დღეს მოქმედი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამა ვიწრო სოციალური პროექტია და წარმატებით მიმდინარეობს არსებული ბიუჯეტის ფარგლებში.
პროგრამა ძირითადად ემსახურება დაბრუნებულ ემიგრანტთა სოციალურ მიზნებს, რაც საკმარისი არ არის. ეს პროგრამა ვერ წვდება ყველა არსებულ გამოწვევას და საჭიროა მისი გაძლიერება. სახელწიფოს პოლიტიკა მიზნად უნდა ისახავდეს იმ ემიგრანტების სამშობლოში ღირსეულ დაბრუნებას, ვისაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს. მათი დაბრუნება, უდაოდ დიდი ბედნიერება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.


კომიტეტი გამოდის წინადადებით, გაიზარდოს პროგრამის ფორმატი, მოცულობა და შესაბამისად, მისი საბიუჯეტო დაფინანსება. იმისათვის რომ რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა უფრო მიმზიდველი გახდეს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, საჭიროა სრულად გადაიხედოს და მოხდეს მისი დივერსიფიკაცია.


რეინტეგრაციის არსებული სახელმწიფო პროგრამა არ მოიცავს ემიგრაციაში მყოფ იმ მარტოხელა ხანდაზმულ თანამემამულეებს, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ დაბრუნდნენ სამშობლოში, მაგრამ საქართველოში არც საკუთრება გააჩნიათ და არც ახლო ნათესავები ჰყავთ.


სახელმწიფო ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს მარტოხელა , ხანდაზმული ემიგრანტების ამ კატეგორიაზე, რომელთათვისაც ოცნებად იქცა საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნება და აუცილებლად უნდა აშენდეს მათთვის პანსიონატები. ამისთვის აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და ეს ამოცანა ღირსეულად და წარმატებით გადავწყვიტოთ. ხანდაზმულ ემიგრანტთა სამშობლოში ღირსეული დაბრუნება, ქართული სახელმწიფოს დიდი მიღწევა იქნება”.


ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, დიასპორის საპარლამენტო კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს მთავრობას საზღვარგარეთ ქართული ემიგრაციისთვის, ვისაც სურვილი აქვს დაბრუნდნენ სამშობლოში რეინტეგრაციის არსებული სახელმწიფო პროგრამის უკეთ გასაცნობად განხორციელდეს აქტიური საინფორმაციო კამპანია და მათთვის ცალკე, სპეციალური საინფორმაციო პაკეტი შეიქმნას.


„მთავრობის მიერ გაჟღერებული უახლესი ინიციატივების და რეფორმების ახალი ტალღის ფარგლებში სახელმწიფოს აქვს არაერთი მიმზიდველი პროგრამა, მაგალითად სტარტაპების ხელშემწყობი პროგრამების ჩათვლით, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს უცხოეთში მცხოვრებ იმ ჩვენ თანამემამულეებს, ვისაც ამის სურვილი გააჩნიათ, ეფექტურად დაგეგმონ სამშობლოში დაბრუნება.


საჭიროა ამ რესურსების ერთად თავმოყრა, მათი პროფესიონალური ანალიზი და მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროგრამების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ემიგრანტებამდე სწორად მიტანა. ეს რეკომენდაცია მთავრობის მისამართით კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული”


პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, როგორც კი მთავრობის დავალებით ასეთი სრულყოფილი საინფორმაციო პაკეტი მზად იქნება , საჭირო გახდება საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ამ პროდუქტის დროული და სწორი მიწოდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა