logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სკოლებში მანდატურის დანიშვნისა და გათავისუფლების კომპეტენცია მანდატურის სამსახურს მიენიჭება
სკოლებში მანდატურის დანიშვნისა და გათავისუფლების კომპეტენცია მანდატურის სამსახურს მიენიჭება
17:21 13.04.2018
უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით დღეს კონფერენცია გაიმართა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ პროექტებზე, რაც აუცილებელია სკოლებში უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს უზრუნველსაყოფად, რათა მოსწავლეებს საშუალება ჰქონდეთ სრულად გამოავლინონ პოტენციალი, გახდნენ აქტიური მოქალაქეები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ახალი ინტერაქიული ვებპორტალი „იყავი მეგობარი“, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, ფართო საზოგადოებას მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ასევე წარდგენილი იქნა უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტროს მიერ დაგეგმილი აქტივობების გეგმა. კონფერენციაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სკოლაში ან სკოლასთან დაკავშირებით მიიღება, მხოლოდ ბავშვის ინტერესებზე არის და იქნება მორგებული.

რაც შეეხება სიახლეებს - ამოქმედდა და მიმდინარეობს მოსწავლეებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“, სადაც მოზარდები სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე მინისტრთან, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან და ფსიქოლოგებთან პირისპირ საუბრობენ. ანალოგიური შეხვედრები იმართება მშობლებთან და პედაგოგებთან. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანად გაიზარდა საზოგადოების, უპირველეს ყოვლისა - მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და მათი მონაწილეობა სასურველი გარემოს ფორმირებაში. ძალადობისა და ბულინგის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, დანაშაულის პრევენციისათვის და მსხვერპლთა დასახმარებლად, შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები მშობლებისთვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

განსაკუთრებულ როლი ენიჭება სპეციალისტთა, პირველ რიგში, ფსიქოლოგთა მონაწილეობას როგორც კონფლიქტების პრევენციაში ადრეულ სტადიაზე ჩარევის გზით, ასევე უშუალოდ კონფლიქტების დროს. ამიტომ, გაძლიერდება და ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ფსიქოლოგიური სერვისები. გაძლიერდება ფსიქოლოგთა როლი უშუალოდ კონფლიქტური სიტუაციების დროს. ფსიქოლოგიური ცენტრი ეცდება მართოს კონფლიქტი და თავიდან აიცილოს მისი გამწვავება.

ერთ-ერთი ახალი ინიციატივა, რომლის დახვეწაც ახლა მიმდინარეობს, არის „კრიზისული ინტერვენციის ჯგუფის“ პროექტი. ფსიქოლოგთა, სოციალურ მუშაკთა და სხვა სპეციალისტთა ამოცანა იქნება სკოლებში სწრაფი რეაგირების აუცილებლობისას ადგილზე შეისწავლოს მდგომარეობა, გაერკვეს საჭიროებებში და შესაბამისი კონსულტაციები გაუწიოს სკოლას და ყველა მხარეს.

სკოლებში უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებათაშორისი ჯგუფის მიერ მომზადდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი.

პროექტის მიზანია მანდატურის სამსახურის გაძლიერება და სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა, თითოეული ბავშვის დაცვა, როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

კანონში ცვლილებათა მიხედვით:

• შემუშავდება სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სპეციალური წესი.

• შეიცვლება მანდატურის დაქვემდებარება. მას დანიშნავს და გაათავისუფლებს მანდატურის სამსახური.

• გაძლიერდება ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა, როგორც სკოლის პერიმეტრის შიგნით, ასევე გარეთ.

• მანდატურის კვალიფიკაციასთან და ასაკთან დაკავშირებით შეიცვლება მოთხოვნები. სავალდებულო გახდება უმაღლესი განათლება ან ზოგადი და პროფესიული განათლება ერთად.

• მანდატურების მოსამზადებელი კურსი გახანგრძლივდება და გაძლიერდება. თეორიულ ცოდნასთან ერთად, კურსს დაემატება ფიზიკური მომზადებისა და პრაქტიკის კომპონენტები. თეორიული კურსის შინაარსში განვითარდება ბავშვთა ასაკობრივი კანონზომიერებების, კონფლიქტების მართვისა და მედიაციის მოდულები.

• მკაფიო გახდება თანამშრომლობის სქემები მანდატურებსა და სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურსა და პატრულს შორის.

• კონფლიქტური სიტუაციების დეესკალაციის მიზნით კანონში გაჩნდება უსაფრთხოების დაცვის ახალი მექანიზმი „განცალკევება“. იმ შემთხვევაში თუ სკოლიდან გასვლის შემდეგ მოსწავლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებით გაჩნდება ეჭვი, მანდატურს უფლება ექნება მოახდინოს მოზარდის განცალკევება, მშობლის ან ოჯახის სხვა რომელიმე წევრის მოსვლამდე. ამ პერიოდში მოსწავლე ჩართული იქნება სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში და მას მეთვალყურეობას გაუწევს სკოლის წარმომადგენელი.

და ბოლოს, სკოლებში ძალადობის შესამცირებლად ყველაზე ეფექტიანი ბერკეტია მოზარდთა ფიზიკური განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ამიტომ, სკოლებში ფიზიკური აღზრდის გაძლიერება, მოზარდთა სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების წახალისება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სრულყოფა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
ამ მიზნით გაორმაგდა ბიუჯეტი სასკოლო სპორტულ ღონისძიებათა მხარდასაჭერად.

სამინისტრო ეროვნულ დონეზე ჩაატარებს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას. მის საწყის ეტაპზე ჩართვა სპორტული მონაცემების მიუხედავად, ყველა მსურველს შეუძლია.

ოლიმპიადები მოიცავს მთელ საქართველოს, 1700-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლას, 100 000-ზე მეტი მოსწავლეს, ხოლო ადგილობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები საერთაშორისო სასკოლო სპორტულ შეჯიბრებებში და გიმნაზიადებში მიიღებენ მონაწილეობას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა